სანატრელი ზაფხულის არდადეგების გვარიანი ნაწილის სომხეთში გატარებაზე როდი ოცნებობდნენ ჩემი შვილები. ფიქრებში გაცილებით ეგზოტიკურ ადგილებს დასტრიალებდნენ, აფრიკას, შორეულ აღმოსავლეთს, ევროპის წამყვან დედაქალაქებს – ვენას, პარიზს, ლონდონს. მიუხედავად ამისა, ბევრი დრო არ დამჭირდა, რომ დამერწმუნებინა ისინი, საცდელი ერთი კვირა გაეტარებინათ თუმოს (TUMO) კრეატიულობის საზაფხულო სკოლაში ერევანში. ამისათვის თუმოს ვებ-გვერდიდან მხოლოდ რამდენიმე სურათის ჩვენება საკმარისი აღმოჩნდა.
ერთკვირიანი საცდელი პერიოდი გადაიქცა ოთხკვირიან მოგზაურობად ფოტოგრაფიის, სამგან...