ამ კვირაში ეკონომიკურად დასუსტებულ ევროპას კიდევ ერთი გიჟური იდეა მოუვიდა თავში. ევროპელი პოლიტიკოსების მიერ შემუშავებული გეგმის თანახმად, 500-ევროიან კუპიურას ხმარებიდან ამოიღებენ, ხოლო ნაღდი ფულით 5000 ევროზე მეტის გადახდა არალეგალური გახდება. მიღებული გადაწყვეტილების ოფიციალურად გაცხადებული მიზანი ფულის გათეთრების წინააღმდეგ ზომების მიღებაა, თუმცა, როგორც ჰანს-ვერნერ სინმა Frankfurter Allgemeine Zeitung-ში ახსნა, რეალური მიზანი საპროცენტო განაკვეთის შემცირებაა. დიდი კუპიურები იძლევა სიმდიდრის ნაღდი ფულის სახით დაგროვების საშუალებას. თუ ეს აღარ იქნება ...