დილით, შხაპის მიღებისას მიყვარს საქართველოს ეკონომიკურ პერსპექტივებსა და საქართველოს განვითარების გზებზე ფიქრი.
ვარდების რევოლუციის შემდეგ ძალიან ბევრი „საკომპენსაციო ზრდა“ დაგროვდა. საუბარია ზრდაზე, რომელიც ქაოსის მდგომარეობიდან ნორმალურ ეკონომიკურ პირობებში დაბრუნებისას წამოიშობა. თუმცა ქვეყანას ყოველთვის არ შეუძლია, აანაზღაუროს დაგვიანებული ზრდა. მაღალი ზრდის შენარჩუნების ერთადერთი შესაძლებლობა განვითარებადი ქვეყნისთვის, რომელსაც არ გააჩნია მნიშვნელოვანი ბუნებრივი რესურსები, არის მოგებაზე ორიენტირებული ურთიერთობები დანარჩენ მსოფლიოსთან. როგორც წესი, ს...