საქართველოს ელექტროენერგიის სისტემისათვის ზამთარი ყოველთვის პრობლემურ სეზონს წარმოადგენდა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს წყლის საკმაოდ უხვი რესურსი აქვს, ზამთარში რამდენიმე (სეზონური და მცირე) ჰიდროელექტროსადგური (ჰესი) ან საერთოდ წყვეტს ფუნქციონირებას ან ელექტროენერგიის გამომუშავებას საგრძნობლად ამცირებს. შესაბამისად, ზამთარში ჰიდროენერგიის გამომუშავების მნიშვნელოვანი წილი სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფ ორ დიდ ჰესზე, ენგურსა და ვარდნილზე მოდის. თუმცა სწორედ მაშინ, როდესაც გამომუშავებასა და მოხმარებას შორის უარყოფითი განსხვავება ყველაზე მაღალ მა...