ISET

კვლევა მოიცავს საპროცენტო განაკვეთების შედარებას საცალო საკრედიტო პროდუქტებისათვის საქართველოში და გარდამავალი ეკონომიკის მქონე შერჩეულ ქვეყნებში. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ საქართველოში საცალო სექტორში არსებული საპროცენტო განაკვეთები უფრო დაბალია, ვიდრე კვლევაში შესულ დსთ-ის ქვეყანებში (კერძოდ, ყაზახეთში, რუსეთში, უკრაინასა და, უმეტეს შემთხვევაში, სომხეთში), მაგრამ ისინი აღემატება ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ჯგუფს, განსაკუთრებით ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხებისთვის. თუმცა, სესხის გაცემისთვის აუცილებელი ფულადი სახსრების მოზიდვის ხარჯებით კორექტირების შემდეგ, საქართველოში საცალო სექტორში არსებული საპროცენტო განაკვეთები ერთ-ერთი ყველაზე დაბალია, მათ შორის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან შედარებით.

კვლევაში წარმოდგენილია საპროცენტო განაკვეთების შედარება საცალო საკრედიტო პროდუქტებისათვის, რომელიც ეფუძნება სხვადასხვა ქვეყნის კომერციული ბანკებისგან მიღებულ არა-აგრეგირებულ მონაცემებს. მიღებული დასკვნების თანახმად, საქართველოში საცალო სექტორში არსებული საპროცენტო განაკვეთები უფრო დაბალია, ვიდრე კვლევის ფარგლებში შესწავლილ დსთ-ის ქვეყანებში (კერძოდ, ყაზახეთში, რუსეთში, უკრაინასა და, უმეტეს შემთხვევაში, სომხეთში), მაგრამ ისინი აღემატება ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ჯგუფში არსებულ საპროცენტო განაკვეთებს, განსაკუთრებით ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხებისთვის. თუმცა ეს უკანასკენელი შეიძლება გამოწვეული იყოს რამდენიმე ფაქტორით. კერძოდ, შედარებით მაღალი მონეტარული პოლიტიკით და ვადიან დეპოზიტებზე არსებული საპროცენტო განაკვეთებით. ამ განსხვავებების გათვალისწინების შემდეგ, საქართველოში საცალო სექტორში არსებული საპროცენტო განაკვეთები ერთ-ერთი ყველაზე დაბალია, მათ შორის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან შედარებით.

კვლევა ასევე ადარებს სესხების ხარისხს საქართველოს საბანკო და არა-საბანკო სექტორებს შორის. ნათლად ჩანს, რომ არა-საბანკო სექტორში სესხების ხარისხი ბევრად ჩამორჩება საბანკო სექტორში არსებულ ანალოგიურ მაჩვენებელს და მნიშვნელოვან გაურესებას განიცდის ბოლო ორი წლის განმავლობაში, მაშინ როცა საბანკო სექტორში სესხების ხარისხი სტაბილურია.

 

მთავარი მკვლევარები

იასია ბაბიჩი

გიორგი მჟავანაძე

დავით კეშელავა

პროექტის ვადები

სტატუსი: დასრულებული

დაწყების თარიღი: 24 აპრილი, 2018 წელი

დასრულების თარიღი: 8 ივნისი, 2018 წელი

Our Partners