ISET

პროექტის მიზანია საპენსიო რეფორმის კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავებისთვის თბილისსა და რეგიონებში ფოკუს-ჯგუფებთან ინტერვიუების ჩატარება და დადგენა, რას ფიქრობს და როგორ ესმის ხალხს ახალი საპენსიო რეფორმა.

ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა ჩაატარა ფოკუს-ჯგუფი სხვადასხვა სოციალური ჯგუფების წარმომადგენლებთან. კვლევის მიზანი იყო დაგეგმილ საპენსიო რეფორმის კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავებაში დახმარება და ხალხის დამოკიდებულების გამოვლენა ახალ საპენსიო რეფორმასა და მის სხვადასხვა კომპონენტებზე. პროექტის ფარგლებში, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის გუნდი თანამშრომლობდა საჯარო ურთიერთობების პოლონელ ექსპერტთან, ბატონ რაფალ ჟიმჟაკთან.

 

მთავარი მკვლევრები

გიორგი პაპავა

ლევან ფავლენიშვილი

პროექტის ვადები

სტატუსი: დასრულებული

დაიწყო: 14 ნოემბერი, 2016 წელი

დასრულდა: 15 დეკემბერი, 2016 წელი 

 

Our Partners