საქართველომ არჩევანი უნდა გააკეთოს და აირჩიოს ან შედარებით მცირე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, რომლებიც უფრო ახლოსაა ამომრჩევლებსა და სერვისების მომხმარებლებთან, ან შეინარჩუნოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების რაოდენობა, რაც მეტ ხარჯებთანაა დაკავშირებული.
2012 წლის ნოემბერში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ დაიწყო მუშაობა საქვეუწყებო ეროვნული მთავრობის არსებული სისტემის რეფორმაზე. აღნიშნული ინიციატივის ერთ-ერთი კომპონენტია ტერიტორიული რეფორმა, რათა გაიზარდოს ქალაქების/მუნიციპალიტეტების მთავრობების რაოდენობა, რისი მიზანიცაა ახალი ქალაქების შექმნისა და არსებული მუნიციპალიტეტების უფრო მცირე ერთეულებად დაყოფის მეშვეობით უკეთესი ადგილობრივი მმართველობის მხარდაჭერა.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა შეაფასა, რა ფისკალურ გავლენას მოახდენს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულების რაოდენობის გაზრდა.
დონორები და პარტნიორები
MRDI/MSI/USAID
პროექტის ვადები
სტატუსი: დასრულებული
დაწყების თარიღი: 15 ივნისი, 2013 წელი
დასრულების თარიღი: 30 სექტემბერი, 2013 წელი