პროექტმა შეაფასა, თუ რა გავლენას ახდენენ უცხოელი სტუდენტები ქართულ ეკონომიკაზე.
2013 წლიდან მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი (ICMPD) ახორციელებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტს „საქართველოს მიგრაციის მართვის გაძლიერება“ (ENIGMMA). პროექტი ეხმარება საქართველოს მთავრობას საქართველოში მიგრანტთა პირობების მართვასა და გაუმჯობესებაში.
ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა შეაფასა, თუ რა გავლენას ახდენენ უცხოელი სტუდენტები ქართულ ეკონომიკაზე. პროექტის ფარგლებში, გიორგი პაპავამ (ISET-ის კურსდამთავრებულმა და ჩიკაგოს უნივერსიტეტის დოქტორანტმა) და ლაურა მანუკიანმა (ISET-ის კურსდამთავრებულმა და განათლებისა და სოციალური პოლიტიკის კვლევითი ცენტრის მკვლევარმა) იმუშავეს თამარ ზურაბიშვილსა (ICMPD-ის მიგრაციის ექსპერტი) და პროფესორ ბიაჯიო სპეციალთან (პარიზის ეკონომიკის სკოლა). მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არ არის იმდენი უცხოელი სტუდენტი, რამდენიც, მაგალითად, აშშ-სა თუ საფრანგეთში, წინასწარმა ანალიზმა უკვე აჩვენა, რომ უცხოელ სტუდენტებს არც თუ უმნიშვნელო წვლილი შეაქვთ საქართველოს ეკონომიკაში მათ მიერ ცხოვრებასა თუ სწავლის გადასახადზე დახარჯული მატერიალური თუ არამატერიალური რესურსებით.
პუბლიკაციები
მოკლე ფორმატის მიგრაციის პროფილი: უცხოელი სტუდენტები საქართველოში (ქართული)
მოკლე ფორმატის მიგრაციის პროფილი: უცხოელი სტუდენტები საქართველოში (ინგლისური)
დონორები და პარტნიორები
მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი (ICMPD)
პროექტის ვადები
სტატუსი: დასრულებული
დაწყების თარიღი: 1 ნოემბერი, 2016 წელი
დასრულების თარიღი: 31 დეკემბერი, 2016 წელი