ISET

პროექტმა შეაფასა, რა კავშირია ქართულ სოფლის მეურნეობაში ცოდნის ნაკლებობას, წარმოების შედეგებსა და სტრუქტურულ და სოციალურ ტრანსფორმაციას შორის. სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის, ტრენინგებისა და ფინანსური შეღავათების შესაძლო გავლენა შეფასდა ეკონომეტრიკულად და შემუშავდა რეკომენდაციები, თუ ვინ უნდა იყოს აღნიშნული სახელმწიფო ხელშეწყობის პროგრამების სამიზნე ჯგუფი.

სოფლის მეურნეობა, რომელიც სოფლად მცხოვრებთა ფინანსური და არაფინანსური შემოსავლის ძირითადი წყაროა, მნიშვნელოვან როლს თამაშობს საქართველოს სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაში. მაღალი ხარისხის ტრენინგებისა და ექსტენციის სისტემის შექმნა ფერმერებისთვის საჭირო ცოდნის მიცემის უმნიშვნელოვანესი ნაწილია, რათა გაიზარდოს მათი პროდუქტიულობა და შემოსავალი. მსგავსი სისტემის შემოღებისთვის საჭიროა არამხოლოდ იმ სფეროების დადგენა, რომლებშიც ცოდნის საჭიროება ვლინდება, არამედ იმ ფერმერების გამოვლენა, რომელთათვისაც ტრენინგებისა და ექსტენციის სისტემას ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს იყო პროექტის უმთავრესი მიზანი. გარდა ამისა, შეფასდა ფინანსური შეღავათების პროგრამების პოტენციალი. ტრენინგები, ექსტენცია და ფინანსური შეღავათები შეფასდა სამი კრიტერიუმით: (1) პროდუქტიულობა და მოგება, რაც შეიძლება მიღწეულ იქნას, (2) დააჩქარებს თუ შეაფერხებს სტრუქტურულ ტრანსფორმაციას (3) სოციალური შედეგები.

 

მკვლევარები

ფლორიან ბირმანი

ზურაბ აბრამიშვილი

საბა დევდარიანი 

პროექტის ვადები

სტატუსი: დასრულებული

დაწყების თარიღი: ნოემბერი, 2015 წელი

დასრულების თარიღი: ივნისი, 2016 წელი

Our Partners