2012 წლისთვის საქართველოში 37 000 ოჯახს ჰქონდა ეკოლოგიური მიგრანტის (ეკო-მიგრანტის) სტატუსი და საჭიროებდა გადასახლებას. პრობლემის მასშტაბის მიუხედავად, საქართველოში არ არსებობს სამართლებრივი და ინსტიტუციური წყობა, რომელიც იზრუნებს ეკო-მიგრანტების უფლებებზე და შეამცირებს ეკოლოგიით გამოწვეულ უარყოფით შედეგებს. აღნიშნული პრობლემის პასუხად, ლაშა ლანჩავამ, CENN-თან თანამშრომლობით, მოამზადა კვლევითი ნაშრომი, რომლის მიზანია საქართველოში ეკო-მიგრანტების სფეროში სისტემური რეფორმის ინიცირება და ეროვნულ და რეგიონულ დონეზე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა კომპეტენციის გაძლიერებისა და სტრუქტურირებული ინკლუზიური დიალოგის გაძლიერების მეშვეობით მისი წარმატებით განხორციელება.
ბატონი ლანჩავა წარმოდგენილ ანგარიშში ყურადღებას ამახვილებს საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის, მსოფლიო ბანკისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ ეკო-მიგრანტთა იძულებით გადაადგილებასთან დაკავშირებით გამოყენებულ საუკეთესო პრაქტიკაზე, რათა შეიქმნას გადასახლების სამოქმედო გეგმა, რომელიც მოიცავს პროცედურულ დეტალებს, რაც მნიშვნელოვანია საარსებო წყაროების აღდგენისა და რეაბილიტაციის წარმატებული პრაქტიკის დასანერგად.
პუბლიკაციები
N/A
მკვლევარები
ლაშა ლანჩავა
პროექტის ვადები
სტატუსი: დასრულებული
დაწყების თარიღი: აპრილი, 2015 წელი
დასრულების თარიღი: ივლისი, 2015 წელი