2005 წლიდან საქართველოში უმაღლეს სასწავლებლებში მთლიანმა ჩარიცხვებმა მკვეთრად იკლო. ეს პროექტი ადგენს ჩარიცხვების მაჩვენებლის კლების სავარაუდო მიზეზებს და განიხილავს ინსტიტუციური ცვლილებების, ხელფასების, დასაქმების, განათლების უკუგებისა და შიდა და საერთაშორისო მიგრაციის როლს ამ კლებაში. კვლევის თანახმად, ფინანსების არარსებობა მოსახლეობის უღატაკეს ნაწილს უზღუდავს უმაღლეს განათლებაზე წვდომას.
პროექტი განიხილავს მდგომარეობის გამოსწორების შესაძლო გზებს. ჩვენ ვიყენებთ სოციალური მომსახურების სააგენტოს სახელმწიფო სოციალური დახმარების პროგრამის სიღარიბის ქულებისა და მიმღებთა სტატუსის შესახებ მონაცემებს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას 2005-2013 წლებში მისაღები გამოცდებისა და სახელმწიფო გრანტების განაწილების შესახებ და რეგრესიის უწყვეტობის მეთოლოგიას, რათა შევისწავლოთ სოციალური შეღავათების გავლენა უნივერსიტეტში ჩარიცხვებზე. უმაღლესი განათლების დაწესებულებებში ჩარიცხვების წახალისებაში ფულადი გზავნილების როლის გათვალისწინებით, ჩვენ რეკომენდაციას ვუწევთ მთავრობას, შემოიღოს საჭიროებაზე დაფუძნებული სტიპენდიების დამატებითი პოლიტიკური ინსტრუმენტი და გახადოს უმაღლესი განათლება ხელმისაწვდომი ღარიბი მოსახლეობისათვის. დაბოლოს, ყურადღებას ვამახვილებთ მაღალი ხარისხის პროფესიული სასწავლებლების შექმნის საჭიროებაზე, რომელსაც შეუძლია საშუალო სკოლის კურსდამთავრებულებს მისცეს მოთხოვნადი ტექნიკური უნარ-ჩვევები და გააუმჯობესოს მათი პოზიცია შრომის ბაზარზე.
დონორები და პარტნიორები
მსოფლიო ბანკი
პროექტის ვადები
სტატუსი: დასრულებული
დაწყების თარიღი: 26 თებერვალი, 2015 წელი
დასრულების თარიღი: 15 აპრილი, 2015 წელი