ISET

ყველასათვის კარგად არის ცნობილი, რომ საქართველოს შრომის ბაზარზე ხშირია პროფესიული უნარების შეუსაბამობა: შრომის მიწოდება კარგად არ ასახავს დამსაქმებელთა მოთხოვნას როგორც პროფესიული კვალიფიკაციის, ისე სამუშაო ეთიკის თვალსაზრისით (მაგალითისთვის, შეგიძლიათ იხილოთ მსოფლიო კონკურენტუნარიანობის 2013 წლის ანგარიში). ეს, ერთის მხრივ, განაპირობებს უმუშევრობის მაღალ დონეს (განსაკუთრებით ახალგაზრდებში) და, მეორეს მხრივ, კაპიტალის დაბალ პროდუქტიულობას.

მოდერნიზების შემთხვევაში, პროფესიულ სასწავლებლებს შეუძლიათ გახდნენ მუშახელის უნარ-ჩვევების/სპეციალიზაციის შრომის ბაზრის საჭიროებებთან შესაბამისობაში მოყვანის მთავარი მექანიზმი. თუმცა ამჟამად ქართული პროფესიული განათლების სისტემა ვერ ასრულებს ამ კრიტიკულად მნიშვნელოვან როლს: დაფინანსების სიმწირისა და რეფორმების არარსებობის გამო, პროფესიული განათლების დაწესებულებები ვერ ახერხებენ მაღალი ხარისხის ტრენინგების ჩატარებას შესაბამის დისციპლინებში, რის გამოც ვერ იზიდავენ ქართველ ახალგაზრდებს. მეტიც, პროფესიული განათლება სტიგმატიზებულია, რაც კიდევ უფრო ამცირებს მის ფასს შრომის ბაზარზე პოტენციური სტუდენტებისა და დამსაქმებლების თვალში.
პანელური დისკუსიის მიზანი იყო დადგენილიყო თუ რა ელის ქართული პროფესიული განათლების სისტემას და როგორ შეიძლება მისი რეფორმირება. პანელის ექპერტები არიან პროფესიული განთლების დაწესებულებების, მეცნიერების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ბიზნესებისა და ბიზნეს-ასოციაციების წარმომადგენლები.

   

მკვლევარები

ლაშა ლაბაძე

მაკა ჭითანავა

ნინო დოღონაძე

დონორები და პარტნიორები

United Nations Population Fund (UNFPA) Georgia

პროექტის ვადები

სტატუსი: დასრულებული

დაწყების თარიღი: 10 ივლისი, 2014 წელი

დასრულების თარიღი: 1 სექტემბერი, 2014 წელი

Our Partners