2006 წლიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამასთან თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს შვიდ ქალაქში შექმნა პროფესიული განათლების სასწავლებლები. დღეს უკვე უამრავ კოლეჯს აქვს პროფესიული ტრენინგების პროგრამები, რომლებიც აქცენტს აკეთებენ გამოყენებით ცოდნაზე ისეთ სფეროებში, როგორიცაა აგრონომია, ვეტერინარია, მეფუტკრეობა. მართალია, პროგრამა ზოგადად იმედისმომცემია, მაგრამ ბუნდოვანია, რამდენად წარმატებით პასუხობს იგი სოფლის მეურნეობაში არსებული ადამიანური კაპიტალის პრობლემებს.
საქართველოს პროფესიული განათლების 2012 წლის ანგარიშში ნათქვამია: ვაუჩერებით დაფინანსებული პროფესიული განათლების კურსების სია ცხად უპირატესობას ანიჭებს მშენებლობის, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, ტურიზმის, სასტუმრო-რესტორნებისთვის საჭირო პროფესიებს და თითქმის არ აქვს სოფლის მეურნეობისა და ბიზნესის სფეროს სპეციალობები. გარდა ამისა, სოფლის მეურნეობის ჯგუფის პროგრამებზე დარეგისტრირებულ სტუდენტთა წილი ძალიან დაბალია (მთლიანი რაოდენობის 0.8%-ზე ნაკლები), ეს იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფო ინტერესი სექტორში საკმაოდ მაღალია. პროფესიული განათლების იდეა მიმზიდველია და კონკრეტული პრობლემებიც უნდა გადაიჭრას, რომ ამ იდეამ იმუშაოს სოფლის მეურნეობაში. ISET-მა უმასპინძლა SDC-ის მიერ დაფინანსებული და UNDP-ის მიერ განხორციელებული პროექტის – „პროფესიული განათლებისა და ექსტენციის მოდერნიზება საქართველოს სოფლის მეურნეობაში“– პრეზენტაციას. პრეზენტაციაზე განხილულ იქნა საქართველოში ეფექტური პროფესიული განათლების შექმნასთან დაკავშირებული ზოგადი გამოწვევები; დონორების მიერ დაფინანსებული პროფესიული განათლების პროგრამებიდან მიღებული გამოცდილება; UNDP-ის სპეციფიური მიდგომა, რომელიც ყურადღებას ამახვილებს კერძო სექტორის ჩართულობაზე, ფინანსების, პროგრამების შინაარსის განსაზღვრის, მასწავლებლებისა და სტუდენტების რეკრუტირების, დასაქმების, საქართველოს მთავრობასთან, სხვა დონორებსა და პროფესიული განათლების მიმწოდებლებთან თანამშრომლობის თვალსაზრისით.
აღნიშნული პრეზენტაცია გაიმართა ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის ინკლუზიური ზრდის დიალოგის პლატფორმის ფარგლებში, რომელსაც აფინანსებს შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისი სამხრეთ კავკასიაში (SDC).
დონორები და პარტნიორები
შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისი სამხრეთ კავკასიაში (SDC)