კონსულტაციის უმთავრესი მიზანი იყო საქართველოში სოციო-ეკონომიკური კონტექსტის შესახებ დემოგრაფიული ანალიზის ნაწილის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება. საქართველოს მთავრობამ და პრემიერ-მინისტრმა დემოგრაფიული პრობლემები გამოაცხადეს ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად. UNFPA-ს დაევალა დემოგრაფიული ანალიზის ჩატარება საქართველოში, რათა შეგროვდეს მტკიცებულებები დემოგრაფიულ ვითარებაზე, რაც მომავალში გამოყენებულ იქნება საქართველოს დემოგრაფიული სტრატეგიის გეგმის შემუშავებაში.
დემოგრაფიული ანალიზი ქმნის საფუძველს, შეფასდეს მოსახლეობისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის დინამიკა და ამ უკანასკნელის კავშირი სიღარიბესთან, უთანასწორობასა და განვითარებასთან. ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარებმა, როგორც ეროვნულმა კონსულტანტებმა, გაანალიზეს სოციო-ეკონომიკური კონტექსტი საქართველოში, რომელიც დემოგრაფიული ანალიზის ყოვლისმომცველი ანგარიშის ნაწილია.
დონორები და პარტნიორები
გაეროს მოსახლეობის ფონდი საქართველოში (UNFPA)
პროექტის ვადები
სტატუსი: დასრულებული
დაწყების თარიღი: 10 ივლისი, 2014 წელი
დასრულების თარიღი: 1 სექტემბერი, 2014 წელი