აღნიშნული პროექტის მიზანია საჭიროების ინდექსის ხელახალი შეფასება და განახლება, რათა უკეთ ასახოს არსებული რეალობა. UNICEF-ის დავალებით, ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა გადახედა და განაახლა კეთილდღეობის ინდექსი, რათა უკეთესად ასახოს არსებული რეალობა. საქართველოს ჯანდაცვის, შრომისა და სოციალურ საქმეთა სამინისტრო, სოციალური მომსახურების სააგენტო და UNICEF ცდილობენ, დახვეწონ საქართველოს სოციალური მომსახურების დაცვის სისტემა, რათა გახადონ იგი უფრო მგრძნობიარე ბავშვებისადმი. არსებული სისტემა იყენებს შინამეურნეობის ქულის გამოთვლის განვითარებულ მეთოდოლოგიას, რომელიც გამოიყენება სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის დახმარების/შემწეობის დანიშვნისას.
მეთოდოლოგიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტი არის საჭიროების ინდექსი, რომელიც სხვადასხვა ოჯახების საჭიროებებს გარდაქმნის მონეტარულ ღირებულებად. კოეფიციენტები, რომლებიც თითოეული ასეთი ოჯახის საჭიროებების დათვლისთვის გამოიყენება, დამოკიდებულია მიმდინარე ფასებსა და პოლიტიკაზე. თუმცა აღნიშნული მეთოდი არ განახლებულა შემოღების შემდეგ, რაც დაახლოებით 10 წლის წინ იყო.
პუბლიკაციები
საჭიროების ინდექსის ხელახალი შეფასება (ქართული)
საჭიროების ინდექსის ხელახალი შეფასება (ინგლისური)
დონორები და პარტნიორები
UNICEF
პროექტის ვადები
სტატუსი: დასრულებული
დაწყების თარიღი: ივნისი, 2014 წელი
დასრულების თარიღი: აგვისტო, 2014 წელი