ISET

პროექტის მიზანია სივრცითი დაგეგმარებისა და მშენებლობის კოდექსის კანონპროექტის რეგულირების ზეგავლენის შეფასება, რათა კანონმდებლებმა შეძლონ ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღება. პროექტი მოიცავდა ტრენინგების ფაზას, რისი მიზანიც იყო ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის (და ორი სხვა ქართული ორგანიზაციის) კომპეტენციის გაძლიერება, რათა მათ შეეფასებინათ რეგულირების ზეგავლენა. ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის გუნდმა ჩაატარა სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო კოდექსის კანონპროექტის რეგულირების ზეგავლენის საპილოტე შეფასება.

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო შეთანხმდნენ წარდგენილი კოდექსის ერთი ასპექტის შეფასებაზე, კერძოდ, პროფესიონალი სამშენებლო დიზაინერების კვალიფიკაციის შემოწმებაზე. კანონპროექტის რეგულირების ზეგავლენის შეფასებამ დაადგინა, გააუმჯობესებს თუ არა შემოწმების ალტერნატიული მეთოდები არსებულ ვითარებას და, თუ კი, რომელი ალტერნატივაა ყველაზე მომგებიანი.

 

მკვლევარები

ნორბერტო პინიატი

მაკა ჭითანავა

ნინო დოღონაძე

გიორგი ცუცქირიძე

დონორები და პარტნიორები

Economic Prosperity Initiative

Deloitte/USAID

პროექტის ვადები

სტატუსი: დასრულებული

დაწყების თარიღი: აპრილი, 2014 წელი

დასრულების თარიღი: ივნისი, 2014 წელი

Our Partners