კონსულტაციის მიზანი იყო იმ ტრენინგ-პროგრამების დადგენა, რომლებიც პასუხობს შრომის ბაზრის მოთხოვნებს, და ალგორითმის შედგენა, რომელიც უმუშევრებს, მათი უნარ-ჩვევების, სამუშაო გამოცდილებისა და მოტივაციის გათვალისწინებით, ამ პროგრამებთან დააკავშირებს. პროექტის ფარგლებში, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მიზანი იყო პროფესიული განათლების იმ ტრენინგების პოვნა, რომლებიც პასუხობს შრომის ბაზრის მოთხოვნებს და ალგორითმის შემუშავება, რომელიც დარეგისტრირებულ უმუშევრებს ჩარიცხავს ამ პროგრამებზე (მათი უნარ-ჩვევების, სამუშაო გამოცდილებისა და მოტივაციის გათვალისწინებით).
შეთავაზებული მისადაგების პროცედურა უმუშევარ ადამიანებს არეგისტრირებს მათთვის ყველაზე შესაფერის (სერტიფიცირებულ) ტრენინგ-პროგრამაზე, რომლებიც ტარდება წინასწარ შერჩეულ ადგილებში. ჩვენ მიერ შექმნილი მისადაგების პროცედურა მხედველობაში იღებს უმუშევრებთან, ტრენინგ-პროგრამებისა და ადგილობრივ/ეროვნულ შრომის ბაზართან დაკავშირებული მონაცემების შეზღუდულობას.
დონორები და პარტნიორები
მსოფლიო ბანკი, სოციალური მომსახურების სააგენტო
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
პროექტის ვადები
სტატუსი: დასრულებული
დაწყების თარიღი: თებერვალი, 2014 წელი
დასრულების თარიღი: ივნისი, 2014 წელი