ISET

აღნიშნული კვლევის მიზანია საქართველოში ადრეული სწავლების დაფინანსების არსებული მექანიზმის დეტალური ანალიზი, ალტერნატიული მოდელების ხარჯების დათვლა და ქართული კონტექსტისთვის შესაბამისი მდგრადი ფინანსური და სამართლებრივი სცენარების შემუშავება და შეთავაზება. UNICEF-ის დაკვეთით, ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა დაითვალა და შეაფასა საქართველოში სკოლამდელი განათლებისთვის ალტერნატიური ფინანსური სტრატეგიების დანახარჯები.

ჩვენი ანგარიში იკვლევს არსებულ ადრეული სწავლების მოდელებს, აანალიზებს დაფინანსების არსებულ სქემებს და აფასებს ჩარიცხვების გაფართოების პოტენციურ სტრატეგიებს. ანგარიში სისტემატურად ადარებს სხვადასხვა ქართული მუნიციპალიტეტების მიერ გამოყენებული დაფინანსების ფორმულების (მექანიზმების ან სქემების) ეფექტიანობას, ითვლის ერთ ბავშვზე ერთეულის ხარჯს ალტერნატიული ადრეული სწავლების მოდელებისა და სხვადასხვა დაფინანსების სცენარებისთვის და ამაზე დაყრდნობით, ადგენს რეკომენდაციებს დაფინანსების სქემების შემოღებისთვის, რომლებიც ზრდის ჩარიცხვებს და, ამავდროულად, აკმაყოფილებს საბაზისო საგანმანათლებლო მოთხოვნებსა და უზრუნველყოფს, რომ არც ერთი ბავშვი არ დარჩეს სისტემის გარეთ.

  

მკვლევარები

ერიკ ლივნი

მაკა ჭითანავა

ნინო დოღონაძე

პროექტის ვადები

სტატუსი: დასრულებული

დაწყების თარიღი: ივლისი, 2012 წელი

დასრულების თარიღი: ნოემბერი, 2012 წელი

Our Partners