ISET

აღნიშნულმა კვლევამ, რომელიც უფრო დიდი საერთაშორისო კვლევის ნაწილია, შეაფასა აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებთან მიმართებაში გაზრდილი მიგრაციული ნაკადების შედეგები, რომელიც ევროკავშირის მიგრაციის პოლიტიკის სავარაუდო ცვლილებებმა შეიძლება გამოიწვიოს. სოციალური და ეკონომიკური კვლევების ცენტრთან (CASE) თანამშრომლობით, ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა დაიწყო კვლევა პროექტისთვის „ევროკავშირსა და აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებს შორის შრომითი მობილობის დანახარჯები და სარგებელი“.

საქართველოს კვლევა აფასებს აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებთან მიმართებაში მიგრაციული ნაკადების გაზრდის პოტენციალს, რომელიც ევროკავშირის მიგრაციის პოლიტიკაში შეტანილი შესაძლო ცვლილებების შედეგი შეიძლება იყოს. ანგარიში მოიცავს არსებული მდგომარეობის ანალიზს ისეთი ცვლადების გათვალისწინებით, როგორიცაა მიგრაციული ნაკადები, მიგრანტთა სოციო-დემოგრაფიული მახასიათებლები დანიშნულების ადგილისა და ფულად გზავნილებზე მონაცემებისა და მიგრაციული პერიოდების ხანგრძლივობის გათვალისწინებით. კვლევის ძირითადი დასკვნის თანახმად, ევროკავშირის რეგულაციების შემსუბუქება მომგებიანი იქნებოდა საქართველოსთვის, თუ გავითვალისწინებთ ქართული შრომითი მიგრაციის მეტწილად ცირკულარულ ბუნებას 2003-2004 წლების ეკონომიკური რეფორმების შემდეგ, განსაკუთრებით როდესაც საქმე ეხება მაღალი კვალიფიკაციის მქონე მუშახელს.

  

მკვლევარები

ლაშა ლაბაძე

გიორგი ქელბაქიანი

მაკა ჭითანავა

მაია გრიგოლია

პროექტის ვადები

სტატუსი: დასრულებული

დაწყების თარიღი: ნოემბერი, 2011 წელი

დასრულების თარიღი: ივლისი, 2012 წელი

 

Our Partners