აგრარული პოლიტიკის კვლევითი ცენტრის უმცროსი მკვლევარი
სალომე დეისაძემ ახლახანს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET-ის) სამაგისტრო პროგრამა. მან ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო ეკონომიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხი, სადაც ძირითადი სპეციალობა მაკროეკონომიკაში გაიარა. სწავლისას ის აქტიურად იყო ჩართული რამდენიმე პროექტში და მონაწილეობას იღებდა საერთაშორისო კონფერენციებში. ამასთან, იყო მკვლევარ-ასისტენტი პროექტში „შრომის არაფორმალურობა“, რომელიც, PMCG-სა და ISET-თან ერთად, განახორციელა ფონდმა IZA.
2016 წლის მაისში მან დაასრულა სტაჟირება ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტში „სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს გაძლიერება“, რომელიც ENPARD-ის პროგრამის ნაწილია. 2016 წლის სექტემბერში სალომე შემოუერთდა ISET-ის აგრარული პოლიტიკის კვლევით ცენტრს. მან, ასევე, წარმატებით გაიარა Cerge-ei-ის ეკონომიკის სწავლების პრინციპებისა და პრაქტიკის კურსი პრაღაში.