საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ერთ-ერთი ხელისშემშლელი ფაქტორი მიწის ბაზრის განუვითარებლობაა. არარეგისტრირებული მიწების დიდი რაოდენობა ხელს უშლის მიწების კონსოლიდაციასა და დარგში პროდუქტიულობის გაზრდას. იუსტიციის სამინისტროს მონაცემების თანახმად, 2019 წლის თებერვლის მდგომარეობით, მიწის რეგისტრაციის 2016 წლის რეფორმის ფარგლებში, 543,139 ფიზიკურმა პირმა დაარეგისტრირა 130,943 ჰა მიწა; 1,431 იურიდიულმა პირმა დაარეგისტრირა 1,793 ჰა, ხოლო საჯარო საკუთრებაში მოექცა 34,131 საჯარო დაწესებულების 169,241 ჰა მიწა. 2016 წლის 1-ელ აგვისტომდე რეგისტრირებულ იქნა 1,212,173 ჰა მიწა, ხოლო შემდგომ დამატებით 301,976 ჰა. დღეისთვის მთლიანი რეგისტრირებული მიწის ფართობი შეადგენს 1,514,149 ჰა, რაც სასოფლო-სამეურნეო მიწების 45%-ია, ხოლო დანარჩენი 55% არ არის რეგისტრირებული. 2016 წლის შემდეგ რეგიონებში ყველაზე დიდი ფართობის რეგისტრირება მოხდა კახეთში, ხოლო ყველაზე დიდი რაოდენობის ნაკვეთების რეგიტრაცია მოხდა იმერეთში.
რაც შეეხება საკვების ფასებს, წინა წელთან შედარებით, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები 3.2%-ით გაიზარდა, რამაც სფი 1.0 პროცენტული პუქტით გაზარდა. 2019 წლის იანვარში მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადა სურსათის შემდეგ ჯგუფებში შემავალმა პროდუქტებმა: თევზეული (+12.3%), პური და პურპროდუქტები (+10%), ბოსტნეული და ბაღჩეული (+6.5%).
2019 წლის იანვარში ბოსტნეულის კატეგორიაში შემავალი პროდუქტების ფასები 2018 წლის დეკემბეთან შედარებით 15.8%-ით, ხოლო 2018 წლის იანვართან შედარებით 6.5%-ით გაიზარდა. საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2019 წლის იანვარში კომბოსტოს ფასები ყველაზე მეტად, 75%-ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით. კომბოსტოს ფასების ასეთი ზრდა გასაკვირია, როცა წელი მხოლოდ ახლა დაიწყო. ვაჭრობის სტატისტიკის მიხედვით, კომბოსტოს იმპორტის როგორც ღირებულება, ისე რაოდენობაც გაიზარდა. 2019 წლის იანვარში კომბოსტოს იმპორტის ღირებულებამ 80,311 აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის მაჩვენებელს - 44,048 აშშ დოლარს, 82%-ით აღემატება. იმავე პერიოდში, კომბოსტოს იმპორტის რაოდენობა 132%-ით გაიზარდა, 200.64 ტონიდან 466.38 ტონამდე. იმპორტის ზრდას, წესით, ფასების შემცირება უნდა გამოეწვია, თუ ადგილობრივი წარმოება არ არის ძალიან დაბალი. შესაბამისად, კომბოსტოს ფასების ზრდა შესაძლოა, ადგილობრივი წარმოების შემცირებას გამოეწვია. სამწუხაროდ, წარმოების შესახებ სტატისტიკური მონაცემები ჯერ არ არის ხელმისაწვდომი.
აგრო მიმოხილვის პუბლიკაციები
ივნისი, 2021 | აგრო მიმოხილვა
2021 წლის 15 ივნისს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა ყოველწლიური გამოცემა სოფლის მეურნეობის სექტორისათვის – „საქართველოს სოფლის მეურნეობა 2020“. გამოცემის თანახმად, სოფლის მეურნეობაში, მეტყევეობასა და თევზჭერაში 2020 წელს მშპ-მა 8.4% შეადგინა, ეს მაჩვენებელი უფრო მაღალია, ვიდრე 2019 წელს (7.2%), მაგრამ შეესაბამება ბოლო ხუთი წლის ზოგად ტენდენციას (სოფლის მეურნეობის მშპ შეადგენს მშპ-ს საშუალოდ 7-8%). ნომინალურად, სოფლის მეურნეობის მშპ წლის განმავლობაში 13%-ით გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ ნომინალურად ზრდა საკმაოდ მნიშვნელოვანია, რეალურად, ცვლილებამ სულ 4% შეადგინა. 2019 წელთან… Read More
მარტი, 2021 | აგრო მიმოხილვა
2020 წლის 29 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა. ბიუჯეტით დამტკიცებული 18.3 მლრდ. ლარიდან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 451.6 მლნ ლარს (მთლიანი ბიუჯეტის 2.5%-ს) მიიღებს. სამინისტრო მისთვის გამოყოფილი თანხიდან 10 მლნ ლარს (სამინისტროს მთლიანი ბიუჯეტის 2.2%-ს) გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამაზე, 389.6 მლნ ლარს (სამინისტროს მთლიანი ბიუჯეტის 86.3%-ს) სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, დაახლოებით 51.9 მლნ ლარს (11%) კი გარემოს დაცვაზე დახარჯავს. 2020 წელთან შედარებით, სოფლის მეურნეობის განვითარების ბიუჯეტი დაახლოებით… Read More
დეკემბერი, 2020 | აგრო მიმოხილვა
COVID-19-მა არაერთი ქვეყანა დააყენა სასურსათო უსაფრთხოების რისკის წინაშე, განსაკუთრებით კი საქართველოს მსგავსი, იმპორტზე დამოკიდებული განვითარებადი ქვეყნები. საქართველოს არაერთმა სავაჭრო პარტნიორმა დააწესა შეზღუდვები ვაჭრობაზე, რამაც გაართულა რიგი ბურღულეული და ბოსტნეული პროდუქტების მიწოდება, რაც სურსათის ფასების ზრდის რისკს ქმნის. მართალია, ჯერჯერობით ადრეა პანდემიით გამოწვეული სასურსათო უსაფრთხოების პრობლემებზე საუბარი, თუმცა ის ფაქტიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ საქართველო ხორბლის წმინდა იმპორტიორია და მთავრობამ უკვე დაასუბსიდირა ხორბლის იმპორტი. მეტიც, საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის მონაცემებით, საქართველო და აშშ შეთანხმდნენ 30… Read More
ოქტომბერი, 2020 | აგრო მიმოხილვა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა (საქსტატი) ახლახან გამოაქვეყნა 2020 წლის მეორე კვარტლის ეკონომიკური მიმოხილვა. გამოცემის თანახმად, მეორე კვარტალში, 2019 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, სოფლის მეურნეობის სექტორში წარმოება 4.7%-ით გაიზარდა, სოფლის მეურნეობის წილმა კი ქვეყნის მშპ-ის 10.2% შეადგინა. 2020 წლის მეორე კვარტალში გაიზარდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციებიც სოფლის მეურნეობაში და თითქმის ექვსჯერ აღემატა 2019 წლის შესაბამის მაჩვენებელს. თუმცა სოფლის მეურნეობაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შედარებით დაბალი იყო ეკონომიკის სხვა სექტორებთან შედარებით; სოფლის მეურნეობაში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა მთლიანი პირდაპირი უცხოური… Read More
ივნისი, 2020 | აგრო მიმოხილვა
2020 წლის 15 ივნისს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა სოფლის მეურნეობის ყოველწლიური სტატისტიკური პუბლიკაცია „საქართველოს სოფლის მეურნეობა 2019“ გამოაქვეყნა. პუბლიკაციის მიხედვით, 2019 წელს სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობის წილი ნომინალურ მშპ-ში 7.2% იყო, რაც მცირედით ჩამოუვარდება 2018 წლის მაჩვენებელს (7.8%), თუმცა თანხვედრაშია ბოლო ხუთი წლის ზოგად ტენდენციასთან (საშულოდ, მშპ-ის 7-8%). ნომინალურად, 2019 წელს, 2018 წელთან შედარებით, სოფლის მეურნეობის გამოშვება 4%-ით გაიზარდა. რეალურად კი, სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობის წილი 2019 წლის მშპ-ში 7.4% იყო, რაც 2018… Read More
დეკემბერი 2019 | აგრო მიმოხილვა
10 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა. ამ ბიუჯეტის მიხედვით, ასიგნებები 14.4 მილიარდი ლარით განისაზღვრა. აქედან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროზე (MEPA) 353 მილიონი ლარი (მთლიანი ბიუჯეტის 2.4%) მოდის, უშუალოდ სოფლის მეურნეობის მიმართულებით სამინისტრო დაახლოებით 293 მილიონ ლარს დახარჯავს (მთლიანი ბიუჯეტის 2.0%), 60 მილიონი ლარი კი გარემოს დაცვის მიმართულებას მოხმარდება (მლიანი ბიუჯეტის 0.4%).
Read More
ოქტომბერი 2019 | აგრო მიმოხილვა
2019 წლის 30 აგვისტოს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში სოფლისა და სოფლის მეურნეობის ახალი სტრატეგიის სამუშაო ვერსიის პირველი საჯარო განხილვა გაიმართა.
სტრატეგია განსაზღვრავს სამ ძირითად მიზანს, რომელიც მიღწეულ უნდა იქნას 2027 წლისთვის:
1. კონკურენტუნარიანი სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო სექტორების განვითარება;
2. ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება, ეკოსისტემების შენარჩუნება და კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაცია;
Read More
აგრო მიმოხილვა
თებერვალი 2019
საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ერთ-ერთი ხელისშემშლელი ფაქტორი მიწის ბაზრის განუვითარებლობაა. არარეგისტრირებული მიწების დიდი რაოდენობა ხელს უშლის მიწების კონსოლიდაციასა და დარგში პროდუქტიულობის გაზრდას. იუსტიციის სამინისტროს მონაცემების თანახმად, 2019 წლის თებერვლის მდგომარეობით, მიწის რეგისტრაციის 2016 წლის რეფორმის ფარგლებში, 543,139 ფიზიკურმა პირმა დაარეგისტრირა 130,943 ჰა მიწა; 1,431 იურიდიულმა პირმა დაარეგისტრირა 1,793 ჰა, ხოლო საჯარო საკუთრებაში მოექცა 34,131 საჯარო დაწესებულების 169,241 ჰა მიწა. 2016 წლის 1-ელ აგვისტომდე რეგისტრირებულ იქნა 1,212,173 ჰა მიწა, ხოლო შემდგომ დამატებით 301,976 ჰა. დღეისთვის მთლიანი რეგისტრირებული მიწის ფართობი შეადგენს 1,514,149 ჰა, რაც სასოფლო-სამეურნეო მიწების 45%-ია, ხოლო დანარჩენი 55% არ არის რეგისტრირებული. 2016 წლის შემდეგ რეგიონებში ყველაზე დიდი ფართობის რეგისტრირება მოხდა კახეთში, ხოლო ყველაზე დიდი რაოდენობის ნაკვეთების რეგიტრაცია მოხდა იმერეთში.
რაც შეეხება საკვების ფასებს, წინა წელთან შედარებით, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები 3.2%-ით გაიზარდა, რამაც სფი 1.0 პროცენტული პუქტით გაზარდა. 2019 წლის იანვარში მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადა სურსათის შემდეგ ჯგუფებში შემავალმა პროდუქტებმა: თევზეული (+12.3%), პური და პურპროდუქტები (+10%), ბოსტნეული და ბაღჩეული (+6.5%)