ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი აგრძელებს ტრადიციას და წელსაც გთავაზობთ საახალწლო სუფრის ინდექსს. საახალწლო სუფრის ინდექსი ითვლის, რა უჯდება სტანდარტული სადღესასწაულო სუფრა 5-6-სულიან ოჯახს საქართველოს თითოეულ რეგიონში. ჩვენ ვითვლით ისეთი ტრადიციული კერძების ფასებს, როგორებიცაა მწვადი, საცივი, ხაჭაპური, კალმახი, შემწვარი ქათამი, სალათი ოლივიე, ფხალი, კიტრისა და პომიდვრის სალათი. დესერტისთვის, ტრადიციულად, ხილი და გოზინაყი შევარჩიეთ.
წელს საახალწლო სუფრის საშუალო ფასი 168.2 ლარია, რაც 4.2%-ით მაღალია 2019 წლის მაჩვენებელზე.
ტრადიციულად საქართველოში ახალი წლისთვის განსაკუთრებულად ემზადებიან. ISET-ის კვლევითი ინსტიტუტიც აგრძელებს ტრადიციას და მკითხველს ხაჭაპურის ინდექსის საახალწლო გამოშვებას სთავაზობს. საახალწლო სუფრის ინდექსი ითვლის, რა უჯდება სტანდარტული სადღესასწაულო სუფრა 5-6-სულიან ოჯახს საქართველოს თითოეულ რეგიონში. ჩვენ ვითვლით ისეთი ტრადიციული კერძების ფასებს, როგორებიცაა მწვადი, საცივი, ხაჭაპური, კალმახი, შემწვარი ქათამი, სალათი ოლივიე, ფხალი, კიტრისა და პომიდვრის სალათი. დესერტისთვის, ტრადიციულად, ხილი და გოზინაყი შევარჩიეთ.
ISET-ის ხაჭაპურის ინდექსის აღმავალი ტრენდი 2019 წლის ნოემბერშიც გაგრძელდა. ნოემბერში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულებამ 4.1 ლარი შეადგინა, რაც წინა (2019 წლის ოქტომბრის) თვესთან შედარებით 6.1%-ით, წინა წლის ნოემბერთან შედარებით კი 12.6%-ით მეტია.
ეს აღმავალი ტრენდი მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან, როგორც წესი, წლის ამ პერიოდში ზრდას ახალი რძის მიწოდების სეზონური შემცირება და მარხვის დაწყების წინ მოთხოვნის ზრდა განაპირობებს. შედეგად, ყველისა და რძის სხვა პროდუქტების ფასებიც იზრდება. თუმცა წლიური ფასის ზრდა მეტწილად ქართული ლარის აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურებამ გამოიწვია. წლიურ ჭრილში ფასები გაიზარდა ყველა ადგილობრივად წარმოებულ (კვერცხზე და ყველზე) და იმპორტირებულ (საფუარი და კარაქი) პროდუქტებზე. ზრდა შეეხო იმ პროდუქტებსაც (ფქვილი და რძის ფხვნილი), რომელთა წარმოებაშიც იმპორტირებული ინგრედიენტები გამოიყენება.
2019 წლის ოქტომბერში ხაჭაპურის ინდექსმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია.
ინდექსის აღმავალი ტრენდი ჯერ კიდევ 2019 წლის მაისში დაიწყო, ოქტომბერში კი მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა. ამ თვეში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულებამ 3,90 ლარს მიაღწია, რაც 6,6%-ით მეტია წინა თვესთან (2019 წლის სექტემბერთან) და 8.6%-ით მეტია წინა წლის (2018 წლის ოქტომბრის) მაჩვენებელთან შედარებით.
წლიურ ინფლაციაზე იმოქმედა ხაჭაპურის ყველა ინგრედიენტმა. ყველის ფასი 12,5%-ით, გაიზარდა, ხორბლის – 6,6%-ით, კარაქის, კვერცხისა და რძის – 3,4%-ით, საფუარის – 0,1%-ით. ზოგადად, წლის ამ პერიოდში ზრდის ტენდენციას ნედლი რძის სეზონური შემცირება იწვევს, რასაც შედეგად ხაჭაპურის ინდექსის ზრდა მოყვება.