ISET

2019 წლის ოქტომბერში ხაჭაპურის ინდექსმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია.

ინდექსის აღმავალი ტრენდი ჯერ კიდევ 2019 წლის მაისში დაიწყო, ოქტომბერში კი მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა. ამ თვეში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულებამ 3,90 ლარს მიაღწია, რაც 6,6%-ით მეტია წინა თვესთან (2019 წლის სექტემბერთან) და 8.6%-ით მეტია წინა წლის (2018 წლის ოქტომბრის) მაჩვენებელთან შედარებით.

წლიურ ინფლაციაზე იმოქმედა ხაჭაპურის ყველა ინგრედიენტმა. ყველის ფასი 12,5%-ით, გაიზარდა, ხორბლის – 6,6%-ით, კარაქის, კვერცხისა და რძის – 3,4%-ით, საფუარის – 0,1%-ით. ზოგადად, წლის ამ პერიოდში ზრდის ტენდენციას ნედლი რძის სეზონური შემცირება იწვევს, რასაც შედეგად ხაჭაპურის ინდექსის ზრდა მოყვება.

ამავე პერიოდში, ქართული ლარი აშშ დოლარის მიმართ 12%-ით გაუფასურდა. ამასთან, 2019 წლის ოქტომბერში ლარსა და აშშ დოლარს შორის გაცვლითმა კურსმა უმაღლეს ნიშნულს მიაღწია და საშუალო თვიურმა მაჩვენებელმა 2,97 შეადგინა. საქართველოში მოხმარებული სურსათის ნახევარზე მეტი იმპორტირებულია, ლარის გაუფასურებამ კი გავლენა მოახდინა იმპორტირებული საქონლის ფასებზე. ქართული ლარის გაუფასურებამ ხაჭაპურის იმპორტირებული ინგრედიენტების ფასებზეც იმოქმედა, რომლებიც იმპორტირებული რძის ფხვნილით (ნედლი რძის შემცვლელით) იწარმოება, ასევე კარაქსა და ხორბალზე.

გასაკვირი არ არის, რომ ხაჭაპურის ინდექსი ფასების უფრო ფართო დინამიკას ასახავს და სამომხმარებლო ფასების ინდექსთან (სფი) თანხვედრაშია. ხაჭაპურის ინდექსის ბოლოდროინდელი დინამიკა შესაბამისობაშია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ინფლაციის დონესთან, რომელიც ასევე გაიზარდა სექტემბერში 6,4%-ით წლიურად (2019 წლის ოქტომბრისთვის სფი ჯერ არ არის ხელმისაწვდომი). 2019 წლის სექტემბერში, ინფლაცია, ძირითადად, გამოწვეული იყო ფასების ზრდით ისეთ კატეგორიებში, როგორიცაა საკვები და უალკოჰოლო სასმელები (ზრდა 11,7%), ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო (ზრდა 14,6%), ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა (ზრდა 3,4%), სასტუმროები, კაფეები და რესტორნები (6.7%), დასვენება, გართობა და კულტურა (6,9%).

 

More Khachapuri Index Articles

  • June, 2021 | Khachapuri Index Increases by 8.8%

    In June 2021, the average price of cooking one Imeretian khachapuri stood at 4.28 GEL. Compared to the previous month (May 2021) the Khachapuri Index lost 1.1%. In annual terms (compared to June 2020), however, the index added 8.8%. The monthly (negative) change in the Index follows the traditional seasonal trend in fresh milk production, which peaks in June and July. In June 2021 price of cheese has decreased by 2.5% compared to the previous Read More
  • May, 2021 | Food Prices Stay High

    The average cost of cooking one standard Imeretian khachapuri currently stands at 4.33 GEL, which is 6.9% lower month-on-month (compared to April 2021), and 5.6% higher year-on-year (compared to May 2020). The main contributor to the price change is a seasonal decrease in the price of cheese, which fell by -13.1%, compared to the previous month (April 2021). The official estimate of annual price inflation, published by GeoStat, also shows that CPI increased by 7.7% Read More
  • April, 2021 | Khachapuri Index Increases by 6%

    The average cost of cooking one standard Imeretian khachapuri in April 2021 was 4.65 GEL. The Index gained 1% compared to the previous month (March 2021). Usually, at this time of year, seasonal declining trend is expected, which is largely driven by a springtime adjustment of the price of milk and milk products. However, the depreciation of the Georgian lari against the US dollar still has an upward pressure on the price of imported khachapuri Read More
  • March, 2021 | Kh-Index Continues to Fall in March 2021

    The Khachapuri Index kept declining in March 2021, with the average cost of cooking one standard Imeretian khachapuri reaching 4.61 GEL. This is 1.7% lower month-on-month (compared to February 2021), and 3.4% higher year-on-year (compared to March 2020). The Index lost ground in all Georgian cities and experienced the largest drop in Kutaisi (of 3.1%), which also appears to be the cheapest location. Due to the decline, the price of one standard Imeretian khachapuri in Read More
  • February, 2021 | Will Wheat Price Increase Further?

    In February 2021, the average cost of cooking one standard portion of Imeretian khachapuri stood at 4.69 GEL. This is 3.1% lower MoM (compared to January 2021) and 7.8% higher YoY (in comparison to February of 2020). On a monthly basis, at this time of the year, a downward trend in the index is not unusual, and simply relates to the decreasing price of cheese (due to an increased seasonal supply of fresh milk). Although Read More
  • 1
  • 2

Our Partners