ISET

2015 – 2019 წწ. სოფლის მოსახლეობის წილი მთლიან მოსახლეობაში მცირედით შემცირდა, 42.6%-დან 41.3%-მდე.  იმავე პერიოდში ასევე შემცირდა სოფლის მეურნეობის წილი მშპ-ში: 2015 წელს ეს მაჩვენებელი 9.1% იყო, ხოლო 2018 წელს 7.7% იყო. 2018 წელს წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 6.4%-ით გაიზარდა სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოება. მემცენარეობაში ფიქსირდება 10.9%-იანი ზრდა წინა წელთან შედარებით, ხოლო მეცხოველეობაში - 2.1%-ანი. რაც შეეხება თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტს, ყველაზე მაღალი კლება იყო ყურძენსა და ბოსტნეულზე,ხოლო ყველაზე მაღალი ზრდა ხორცსა და სიმინდზე.

2014-2017 წლების მონაცემებთან შედარებით, 2018 წელს გაზრდილია სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლები როგორც პროცენტული, ასევე აბსოლუტური მნიშვნელობით. ეს შეიძლება აიხსნას იმით, რომ წამოების დონის ზრდამ გამოიწვია გაყიდვების ზრდაც. გარდა ამისა, რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლების ზრდა შესაძლებელია, გამოწვეული იყოს იმითაც, რომ შინამეურნეობები სხვა წყაროებიდან იღებენ შემოსავლებს. ვინაიდან 2018 წელს მნიშვნელოვანი სტრუქტურული ცვლილებები არ დაფიქსირებულა, აღნიშნული ზრდის მთავარი მიზეზი წარმოების ზრდაა.

რაც შეეხება ფასებს. წინა თვესთან შედარებით, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები 1.2%-ით გაიზარდა, რამაც სფი 0.37 პროცენტული პუნქტით გაზარდა. სურსათის ფასების ცვლილებაზე ძირითადი გავლენა შემდეგმა ჯგუფებმა მოახდინა: ბოსტნეული და ბაღჩეული (+8.1%), ხილი და ყურძენი (7.1%) და რძე, ყველი და კვერცხი (-5.7%). წინა წელთან შედარებით, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 7.9%-ით, რამაც სფი 2.43 პროცენტული პუნქტით გაზარდა. 2019 წლის მაისში მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადა სურსათის შემდეგ ჯგუფებში შემავალმა პროდუქტებმა: ბოსტნეული და ბაღჩეული (+33.7%), თევზეული (+13.5%) და ხილი და ყურძენი (-19.9%).


სრული ანგარიშის ჩამოტვირთვა

 

აგრო მიმოხილვის პუბლიკაციები

  • ივნისი, 2021 | აგრო მიმოხილვა

    2021 წლის 15 ივნისს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა ყოველწლიური გამოცემა სოფლის მეურნეობის სექტორისათვის – „საქართველოს სოფლის მეურნეობა 2020“. გამოცემის თანახმად, სოფლის მეურნეობაში, მეტყევეობასა და თევზჭერაში 2020 წელს მშპ-მა 8.4% შეადგინა, ეს მაჩვენებელი უფრო მაღალია, ვიდრე 2019 წელს (7.2%), მაგრამ შეესაბამება ბოლო ხუთი წლის ზოგად ტენდენციას (სოფლის მეურნეობის მშპ შეადგენს მშპ-ს საშუალოდ 7-8%). ნომინალურად, სოფლის მეურნეობის მშპ წლის განმავლობაში 13%-ით გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ ნომინალურად ზრდა საკმაოდ მნიშვნელოვანია, რეალურად, ცვლილებამ სულ 4% შეადგინა. 2019 წელთან Read More
  • მარტი, 2021 | აგრო მიმოხილვა

    2020 წლის 29 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა. ბიუჯეტით დამტკიცებული 18.3 მლრდ. ლარიდან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 451.6 მლნ ლარს (მთლიანი ბიუჯეტის 2.5%-ს) მიიღებს. სამინისტრო მისთვის გამოყოფილი თანხიდან 10 მლნ ლარს (სამინისტროს მთლიანი ბიუჯეტის 2.2%-ს) გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამაზე, 389.6 მლნ ლარს (სამინისტროს მთლიანი ბიუჯეტის 86.3%-ს) სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, დაახლოებით 51.9 მლნ ლარს (11%) კი გარემოს დაცვაზე დახარჯავს. 2020 წელთან შედარებით, სოფლის მეურნეობის განვითარების ბიუჯეტი დაახლოებით Read More
  • დეკემბერი, 2020 | აგრო მიმოხილვა

    COVID-19-მა არაერთი ქვეყანა დააყენა სასურსათო უსაფრთხოების რისკის წინაშე, განსაკუთრებით კი საქართველოს მსგავსი, იმპორტზე დამოკიდებული განვითარებადი ქვეყნები. საქართველოს არაერთმა სავაჭრო პარტნიორმა დააწესა შეზღუდვები ვაჭრობაზე, რამაც გაართულა რიგი ბურღულეული და ბოსტნეული პროდუქტების მიწოდება, რაც სურსათის ფასების ზრდის რისკს ქმნის. მართალია, ჯერჯერობით ადრეა პანდემიით გამოწვეული სასურსათო უსაფრთხოების პრობლემებზე საუბარი, თუმცა ის ფაქტიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ საქართველო ხორბლის წმინდა იმპორტიორია და მთავრობამ უკვე დაასუბსიდირა ხორბლის იმპორტი. მეტიც, საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის მონაცემებით, საქართველო და აშშ შეთანხმდნენ 30 Read More
  • ოქტომბერი, 2020 | აგრო მიმოხილვა

    საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა (საქსტატი) ახლახან გამოაქვეყნა 2020 წლის მეორე კვარტლის ეკონომიკური მიმოხილვა. გამოცემის თანახმად, მეორე კვარტალში, 2019 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, სოფლის მეურნეობის სექტორში წარმოება 4.7%-ით გაიზარდა, სოფლის მეურნეობის წილმა კი ქვეყნის მშპ-ის 10.2% შეადგინა. 2020 წლის მეორე კვარტალში გაიზარდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციებიც სოფლის მეურნეობაში და თითქმის ექვსჯერ აღემატა 2019 წლის შესაბამის მაჩვენებელს. თუმცა სოფლის მეურნეობაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შედარებით დაბალი იყო ეკონომიკის სხვა სექტორებთან შედარებით; სოფლის მეურნეობაში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა მთლიანი პირდაპირი უცხოური Read More
  • ივნისი, 2020 | აგრო მიმოხილვა

    2020 წლის 15 ივნისს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა სოფლის მეურნეობის ყოველწლიური სტატისტიკური პუბლიკაცია „საქართველოს სოფლის მეურნეობა 2019“ გამოაქვეყნა. პუბლიკაციის მიხედვით, 2019 წელს სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობის წილი ნომინალურ მშპ-ში 7.2% იყო, რაც მცირედით ჩამოუვარდება 2018 წლის მაჩვენებელს (7.8%), თუმცა თანხვედრაშია ბოლო ხუთი წლის ზოგად ტენდენციასთან (საშულოდ, მშპ-ის 7-8%). ნომინალურად, 2019 წელს, 2018 წელთან შედარებით, სოფლის მეურნეობის გამოშვება 4%-ით გაიზარდა. რეალურად კი, სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობის წილი 2019 წლის მშპ-ში 7.4% იყო, რაც 2018 Read More
  • დეკემბერი 2019 | აგრო მიმოხილვა

    10 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა. ამ ბიუჯეტის მიხედვით, ასიგნებები 14.4 მილიარდი ლარით განისაზღვრა. აქედან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროზე (MEPA) 353 მილიონი ლარი (მთლიანი ბიუჯეტის 2.4%) მოდის, უშუალოდ სოფლის მეურნეობის მიმართულებით სამინისტრო დაახლოებით 293 მილიონ ლარს დახარჯავს (მთლიანი ბიუჯეტის 2.0%), 60 მილიონი ლარი კი გარემოს დაცვის მიმართულებას მოხმარდება (მლიანი ბიუჯეტის 0.4%). Read More
  • ოქტომბერი 2019 | აგრო მიმოხილვა

    2019 წლის 30 აგვისტოს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში სოფლისა და სოფლის მეურნეობის ახალი სტრატეგიის სამუშაო ვერსიის პირველი საჯარო განხილვა გაიმართა. სტრატეგია განსაზღვრავს სამ ძირითად მიზანს, რომელიც მიღწეულ უნდა იქნას 2027 წლისთვის: 1. კონკურენტუნარიანი სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო სექტორების განვითარება; 2. ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება, ეკოსისტემების შენარჩუნება და კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაცია; Read More
  • 1
  • 2
  • 3

Our Partners