ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.
ოქტ
26

მარჯვნივ თუ მარცხნივ: როგორია პარტიების ეკონომიკური ხედვა?

რამდენიმე დღეში საქართველოს მოსახლეობა ისტორიულ, დიდწილად პროპორციულ საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. საარჩევნო სუბიექტად ათეულობით პარტია დარეგისტრირდა. რამდენად ემთხვევა მათი ხედვები თქვენსას საჯარო პოლიტიკის სხვადასხვა მნიშვნელოვანი მიმართულების მიხედვით? ამ კითხვაზე დეტალური პასუხი "საარჩევნო კომპასი საქართველოს" ციფრულ პლატფორმაზე შეგიძლიათ მიიღოთ. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) უახლესი საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის მიხედვით, მოსახლეობის 72 პროცენტისთვის პარტიების წინასაარჩევნო პროგრამებში ყველაზე მნიშვნელოვანი ორი კომპონ...
Rate this blog entry:
Continue reading
793
0 Comments
Write a Comment
ივლ
17

COVID-19-ზე რეაგირება საქართველოში: იყო თუ არა კარანტინი გამართლებული?

დაწყებიდან დღემდე პანდემიამ 180-ზე მეტი ქვეყანა მოიცვა. ამ გლობალურ საფრთხეს სხვადასხვა ქვეყანამ სხვადასხვაგვარად უპასუხა. ოქსფორდის უნივერსიტეტმა შეიმუშავა COVID-19-ზე რეაგირების აღრიცხვის მექანიზმი, რომელიც ქვეყნების მიერ მიღებული ზომების სიმკაცრეს შესაბამისი ინდექსით აფასებს და სამთავრობო პოლიტიკებს სხვადასხვა ჭრილში ადარებს. სანამ თავად მექანიზმზე ვისაუბრებდეთ, უნდა აღვნიშნოთ, რომ მაღალი ინდექსი აუცილებლად ეფექტურ რეაგირებას არ ნიშნავს; ის მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ მთავრობამ გავრცელების პრევენციისთვის შედარებით მკაცრი ზომები გაატარა1. სიმკაცრის ინდ...
Rate this blog entry:
Continue reading
581
1 Comment
Write a Comment
მარ
27

როგორ გადაეცემა საქართველოს რეგიონებს სტუმართმასპინძლობის სექტორში კოვიდ-19-ით გამოწვეული შოკი

გლობალურ ეკონომიკაზე ვირუსისა და მისი გავრცელების შესაჩერებლად მიღებული ზომების მძლავრი ზემოქმედება უკვე სახეზეა. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ (OECD) 2 მარტს გამოქვეყნებულ 2020 წლის ეკონომიკური პერსპექტივების შუალედურ ანგარიშში მიმდინარე წლის რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდის პროგნოზი თითქმის ყველა ქვეყნისთვის შეამცირა. ყველაზე მნიშნველოვანი შემცირება ჩინეთს (-0,8 %) შეეხო, მსოფლიო მასშტაბით კი რეალური მშპ-ის ზრდის ტემპი, სავარაუდოდ, 2.9%-ის ნაცვლად (2019 წლის ნოემბრის პროგნოზი) 2.4% იქნება. აზიის განვითარების ბანკის ...
Rate this blog entry:
Continue reading
2404
24 Comments
Write a Comment
იან
31

მონეტარული პოლიტიკის ბოლოდროინდელი ცვილებები და სასესხო რეგულაციები — მათი ეფექტი გაცემული სესხების დინამიკასა და სტრუქტურაზე

ბოლო რამდენიმე წელია, საქართველოში უცხოური ვალუტით ჭარბვალიანობის ზრდა სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. პრობლემის მოსაგვარებლად და ვალუტებთან დაკავშირებული რისკებისგან მსესხებელთა დასაცავად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ) და საქართველოს მთავრობამ არაერთი ახალი რეგულაცია შემოიღეს. მოდით, შევხედოთ ამ რეგულაციებსა და თანმდევ მონეტარული პოლიტიკის ცვლილებებს დროში (იხ. ილუსტრაცია 1) და შევაფასოთ  მათი ეფექტი  საქართველოში გაცემული სესხების დინამიკასა და სტრუქტურაზე. ილუსტრაცია 1. ბოლო პერიოდში შემოღებული სასესხო რეგულაციები და ამ რეგულაციები...
Rate this blog entry:
Continue reading
862
1 Comment
Write a Comment
დეკ
18

ცირკულარული შრომითი მიგრაციის როლი უმუშევრობის შემცირებაში: რამდენად ამბიციურები შეიძლება ვიყოთ?

ბოლო პერიოდში უმუშევრობის შემცირების მიზნით საქართველოში ცირკულარული მიგრაციის განვითარების თემას დიდი ყურადღება ექცევა. ცირკულარული მიგრაციის სქემები (CMS) უკანონო მიგრაციის შემცირებისა და მიგრანტების სამშობლოში დაბრუნების ხელშეწყობის ფართოდ აღიარებული პოლიტიკური ინსტრუმენტია. ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ცირკულარული მიგრაციის შეთანხმებისადმი საქართველოს მთავრობის ინტერესი და ძალისხმევა, ერთი მხრივ, უმუშევრობის მაღალი დონის პრობლემის გრძელვადიან პერიოდში მოგვარებასა და, მეორე მხრივ, არაკანონიერი მიგრაციის შემცირებისა და ლეგალური მიგრციის წახალისებას ემს...
Rate this blog entry:
Continue reading
1477
0 Comments
Write a Comment