ISET

ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა 2019 წლის IV კვარტლის რეალური მშპ-ის ზრდის ტემპის პროგნოზი განაახლა:

საქსტატის მიერ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის III კვარტლის რეალური მშპ-ის ზრდის ტემპი 5.7% შეადგენს, რაც ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის ოქტომბრის თვის პროგნოზთან შედარებით 1.4%-ით დაბალია. რეალური მშპ-ის ზრდამ 2019 წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში 5.0% შეადგინა.

ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა 2019 წლის IV კვარტლისთვის პროგნოზირებული რეალური მშპ-ის ზრდის მაჩვენებელი 5.5%-დან 4.4%-მდე შეამცირა.

სექტემბრის მონაცემებზე დაყრდნობით, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის 2019 წელს წლიური ზრდის მოლოდინი 4.9%-ია. ეს რიცხვი საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) 2019 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზთან (რომელიც უცვლელად 4.5%-ია) თანხვედრაშია.

სებ-ის IV კვარტლის მონეტარული პოლიტიკის ანგარიშით, მშპ-ის ზრდის პროგნოზს ორი საპირისპიროდ მოქმედ ფაქტორთა ჯგუფი განაპირობებს: (1) გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა , რომელიც უარყოფითად მოქმედებს ზრდის პროგნოზზე და (2) გაუმჯობესებული სავაჭრო ბალანსი და ძლიერი ფისკალური სტიმული, რომელიც დადებითად მოქმედებს ზრდის პროგნოზზე.

სრული ანგარიშის ჩამოტვირთვა

 

More GDP Forecast Articles

  • 1
  • 2

Our Partners