თუ გავითვალისწინებთ, რამდენად ცუდად მუშაობს საქართველოს განათლების სექტორი, შთამბეჭდავია, რომ ამდენი ქართველი გამოირჩევა ინტელექტუალურად. მაგალითად, ISET-ის არაერთი კურსდამთავრებული აგრძელებს სწავლას მსოფლიოს საუკეთესო სადოქტორო პროგრამებზე, რაც იმის დასტურია, რომ ბევრი ქართველი არახელსაყრელი პირობების მიუხედავად მაინც ახერხებს ინტელექტუალური პოტენციალის რეალიზებას. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი დაკვირვებით, ISET-ში ჩარიცხული სტუდენტების მნიშვნელოვანი ნაწილი კარგად არ ფლობს დიდად საჭირო, მაგალითად, პრეზენტაციის, წერის, დისკუსიისა და არგუმენტაციის ...