ბოლო 20 წელია ეკონომისტები აქტიურად იკვლევენ ბედნიერებას, როგორც ადამიანთა კეთილდღეობის საზომს. ფრაი და სტაცერი („რა შეიძლება ისწავლონ ეკონომისტებმა ბედნიერების შესახებ კვლევებიდან“, ეკონომიკური ლიტერატურის ჟურნალი 20, 2002 წ. 402-435 გვ.) დამაჯერებლად ამტკიცებენ, რომ მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ), უმუშევრობა, ინფლაცია და ბევრი სხვა ეკონომკური ინდიკატორი ძირითადად იმიტომაა საინტერესო, რომ ადამიანების კეთილდღეობასთანაა კორელაციაში. თუ დავუშვებთ, რომ ამ საზომებს არავითარი კავშირი არ აქვს ბედნიერებასთან, მაშინ გამოდის, შემოსავლისა თუ მშპ-ის ზრდის წახალისებისთ...