ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.
Lasha Lanchava has not set their biography yet
ოქტ
31

სინათლე არასრულწლოვან დამნაშავეთა გულებში

განათლების სპეციალისტი და მწერალი თეა ლობჟანიძე ავჭალის არასრულწლოვანთა ციხეში მუშაობს. ის არის განათლებისა და მენეჯმენტის გუნდის წევრი, რომელიც აერთიანებს ბავშვების ფორმალური და არაფორმალური განათლებით დაინტერესებულ პროფესიონალებს. ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მკვლევრის, ლაშა ლანჩავასთვის მიცემულ ინტერვიუში, თეა ლობჟანიძე ყვება საქართველოს რისკის ქვეშ მყოფი ახალგაზრდების წინაშე არსებული რეალობისა და საკუთარი ხედვის შესახებ, თუ რა უნდა ქნას ქვეყანამ ამ ბავშვების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ლაშა ლანჩავა: ქალბატონო თეა, გვინდა, მადლობა გადაგიხადოთ, რომ გ...
Rate this blog entry:
Continue reading
2871
0 Comments
Write a Comment
სექ
26

ქართველი ფერმერების რუსული რულეტი

2015 წლის 20 აგვისტოს ძლიერმა სეტყვამ გაანადგურა მოსავალი და ინფრასტრუქტურა აღმოსავლეთ კახეთში. მხოლოდ ყვარელში სეტყვამ 1300 ჰექტარი საფერავი და 1000 ჰექტარი რქაწითელი გაანადგურა, რითიც 500-ზე მეტი გლეხი დააზარალა. ეს მხოლოდ ნაწილია ბოლო წლებში მომხდარი ბუნებრივი კატასტროფებისა, რაც ქართველ გლეხებს დაატყდათ თავს. ყველაზე სერიოზული შემთხვევა მოხდა 2012 წლის ივლისში, როდესაც ძლიერმა წვიმამ, ქარმა, სეტყვამ და წყალდიდობამ დააზიანა ათასობით ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწა კახეთში, სახურავი გადახადა სახლებს და მნიშვნელოვნად დააზიანა რეგიონის ინფრასტრუქტურა...
Rate this blog entry:
Continue reading
2899
0 Comments
Write a Comment
სექ
11

ქართველი გუთნისდედის აღზევება

„ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია,“ – შოთა რუსთაველი   კომპანიის მართვაში ქალების ჩართვა სასარგებლოა კომპანიის საქმიანობისთვის. მაგალითად, გავლენიანი Catalyst-ის ანგარიშის (დედააზრი: კორპორაციული მუშაობა და საბჭოში ქალების წარმომადგენლობა) თანახმად: „კომპანიებს, რომელთაც მიაღწიეს [გენდერულ] მრავალფეროვნებას, საშუალოდ, სხვა კომპანიებზე უკეთესი ფინანსური შედეგები აქვთ“. კერძოდ, მათ დაადგინეს, რომ კომპანიები, რომელთა დირექტორთა საბჭოში წარმოგენილია მეტი ქალი, სჯობნიან კომპანიებს, რომელთა დირექტორთა საბჭოებში ქალების რაოდენობა მცირეა, ისე...
Rate this blog entry:
Continue reading
5929
0 Comments
Write a Comment
სექ
07

სპარსული მხეცის გათავისუფლება: რა სარგებელი შეიძლება მოუტანოს საქართველოს ირანისთვის სანქციების მოხსნამ?

  რეგიონულ ეკონომიკაში შორეული რყევებია, განსაკუთრებული, სპარსული საკმაზით. დასავლელ პარტნიორებსა და ირანის ლიდერებს შორის ბირთვული გაფართოების პროგრამასთან დაკავშირებით მიღებული შეთანხმება გულისხმობს ირანის მსოფლიო ბაზარზე გასვლასა და საკუთარი პროდუქციის ექსპორტზე გატანას. თუ ირანი შეასრულებს შეთანხმების პირობებს, ექსპორტ-იმპორტზე დაწესებული შეზღუდვები მომდევნო წლის განმავლობაში გაუქმდება. ასეთი ენერგო-მწარმოებელი ეკონომიკის ავტოკრატიიდან თავისუფალ ვაჭრობაში დაბრუნება აუცილებლად მოახდენს გავლენას მსოფლიო ეკონომიკაზე. საქართველო და სამხრეთ კავკასია ...
Rate this blog entry:
Continue reading
2932
0 Comments
Write a Comment

Our Partners