ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.
Levan Pavlenishvili has not set their biography yet
იან
25

რატომ უნდა იხდიდეს ყველა წყლის საფასურს და როგორ უნდა მოხდეს ეს (და, ალბათ, ასეც იქნება) საქართველოში

„წყალი ხომ მაინც გვაქვს ბევრი, რატომ უნდა ვიხდიდე წყალში ფულს?“ – ამ ფრაზას საქართველოში ხშირად გაიგონებთ, რასაც წყლის რესურსების სიუხვე განაპირობებს: წლიურად ერთ სულ მოსახლეზე მტკნარი წყლის განახლებადი რესურსის დაახლოებით 15 597 კუბური მეტრი მოდის, რაც ევროკავშირის მაჩვენებელს – 2 961 კუბურ მეტრს ერთ სულ მოსახლეზე (მსოფლიო ბანკი, 2014 წ.) – საგრძნობლად აღემატება. თუმცა რესურსის ქონა სულაც არ ნიშნავს, რომ მისი გამოყენება შეგიძლია და თანაც – მდგრადად და გონივრულად. საქართველოს არ გააჩნია საკმარისი ინფრასტრუქტურა არც წყლის მიწოდებისთვის და არც სანიტარიული ...
Rate this blog entry:
Continue reading
1520
0 Comments
Write a Comment
მაი
12

მოიხმარს თუ არა აფხაზეთი ბევრ ელექტროენერგიას? – ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვა, მარტი, 2018 წელი

2018 წლის მარტში საქართველოს ელექტროსადგურებმა 997 მლნ. კვტ.სთ. ელექტროენერგია გამოიმუშავეს (+35% 2017 წლის მარტთან და +7% 2018 წლის თებერვალთან შედარებით). ამ ელექტროენერგიის თითქმის მეოთხედი (24%) ენგურისა (188 მლნ. კვტ.სთ.) და ვარდნილის (49 მლნ. კვტ.სთ.) ჰიდროელექტროსადგურებმა გამოიმუშავეს. ადგილობრივმა ბაზარმა 1,116 მლნ. კვტ.სთ. ელექტროენერგია მოიხმარა (+9% 2017 წლის მარტთან და +5% 2018 წლის თებერვალთან შედარებით). ამ ელექტროენერგიის დაახლოებით 19% (207 მლნ. კვტ.სთ.) აფხაზეთმა მოიხმარა. ენგურისა და ვარდნილის ჰესები ელექტროენერგიის ერთადერთი წყაროა აფ...
Rate this blog entry:
Continue reading
1818
0 Comments
Write a Comment
აპრ
16

წარმატებული თებერვალი ელექტროენერგიის წარმოებისთვის: შარშანდელი ვნებათაღელვის შემდეგ, შეფასების დრო დადგა

2017 წლის თებერვალში საქართველოში ელექტროენერგიის წარმოებასა და მოხმარებას შორის ბოლო ათწლეულის ყველაზე დიდი სხვაობა დაფიქსირდა. სხვაობა კიდევ უფრო გაიზარდა 2017 წლის მარტში. გაზრდილმა სხვაობამ და ისტორიულმა ტენდენციამ, რომელიც ამ სხვაობის ზრდაზე მიანიშნებდა, წაახალისა პოლიტიკის ვარიანტები, რომლებიც აქცენტს ელექტროენერგიის წარმოებაში ინვესტიციების ჩადებაზე ამახვილებს. პოლიტიკის ამ ვარიანტების მიზანი არის მომავალში ენერგეტიკული უსაფრთხოების პრობლემების თავიდან აცილება, რაც შეიძლება ელექტროენერგიის გათიშვებმა და სწრაფად მზარდმა ფასებმა გამოიწვიოს. სტრატეგი...
Rate this blog entry:
Continue reading
1433
0 Comments
Write a Comment
მარ
19

2018 – გარდამტეხი წელი ქართული ელექტროენერგიის ბაზრისთვის?

წელს საქართველოს ელექტროენერგიის ბაზარზე მნიშვნელოვანი რეფორმები გატარდება. ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე ხელის მოწერამ და 2016 წლის ოქტომბერში ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებამ ქვეყანას დააკისრა ვალდებულება, ელექტროენერგიის ბაზარზე რეფორმები გაატაროს. ამიტომ 2018 წელი ელექტროენერგიის ბაზრისთვის გარდამტეხი წელი იქნება. ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებაში გაერთიანებით საქართველომ იკისრა ვალდებულება, დანერგოს: 1) 2009/72/EC დირექტივა, რომელიც არეგულირებს ელექტროენერგიის შიდა ბაზრის ზოგად წესებს, 2) #714/2009 რეგულაცია, რომელიც ადგე...
Rate this blog entry:
Continue reading
1604
0 Comments
Write a Comment

Our Partners