ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.
Levan Pavlenishvili has not set their biography yet
ივნ
19

სეზონური ეფექტი და COVID-19 აპრილში გამომუშავებასა და მოხმარებას შორის არსებული სხვაობის აღმოფხვრის მიზეზი გახდა

სხვაობა აღმოიფხვრა საქართველოს ენერგეტიკის ბაზრისთვის 2020 წლის აპრილი იმით იყო გამორჩეული, რომ მთლიანმა გამომუშავებამ (944 მლნ. კვტ.სთ.) თითქმის მთლიანად დააბალანსა ქვეყანაში არსებული მოხმარება (941 მლნ. კვტ.სთ.): გამომუშავებამ სულ რაღაც 3 მლნ. კვტ.სთ-ით გადააჭარბა მოხმარებას (რაც მთლიანი გამომუშავების 0.03%-ია: იხ. გრაფიკი 1). ამის მიზეზი ის იყო, რომ ერთდროულად შემცირდა როგორც მთლიანი მოხმარება (7%), ისე მთლიანი გამომუშავება (2%). აღნიშვნის ღირსია ისიც, რომ ამავე პერიოდში, ქარის სადგურებზე გამომუშავება მნიშვნელოვნად, 23%-ით გაიზარდა 2019 წლის აპრილთან ...
Rate this blog entry:
Continue reading
762
0 Comments
Write a Comment
მარ
06

წარმოადგენს თუ არა საფრთხეს კლიმატის ცვლილება ზამთრის ტურიზმისთვის საქართველოში? – II ნაწილი – ადაპტაციის ღონისძიებები

საქართველოს ზამთრის კურორტებზე სეზონი დიდი ხნის დაგვიანებით, მხოლოდ 20 თებერვალს დაიწყო, რასაც წინ თოვლის სიმცირით გამორჩეული თვენახევრიანი პერიოდი უსწრებდა. წინა ბლოგში მიმდინარე საუკუნის მიწურულამდე კლიმატის ცვლილების განვითარების შესაძლო სცენარები განვიხილეთ და ადაპტაციის ზომების უკეთ შესწავლისა და განხორციელების საჭიროება გამოვავლინეთ. თუმცა, სრული სურათის მისაღებად, იმაზეც უნდა ვისაუბროთ, რა სახის ზეგავლენაა მოსალოდნელი კლიმატის ცვლილების პირობებში კურორტების ეკონომიკურ სიცოცხლისუნარიანობაზე და რა ტიპის  ადაპტაციის სტრატეგიების გამოყენებაა შესა...
Rate this blog entry:
Continue reading
764
3 Comments
Write a Comment
თებ
07

წარმოადგენს თუ არა საფრთხეს კლიმატის ცვლილება ზამთრის ტურიზმისთვის საქართველოში? – I ნაწილი

წელს, საქართველოს თითქმის ყველა სამთო-სათხილამურო კურორტზე, გოდერძის გარდა, თოვლის ნაკლებობის გამო, ზამთრის სეზონი უჩვეულოდ გვიან დაიწყო. ბოლო წლებში, კლიმატის ცვლილებაზე და გლობალურ დათბობაზე მიმდინარე ცხარე განხილვების ფონზე, თოვლის ნაკლებობამ საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე ქვეყანაში ზამთრის ტურიზმის ეკონომიკური სიცოცხლისუნარიანობის სამომავლო პერსპექტივებზე კითხვები გააჩინა. მსგავსი განვითარება მოულოდნელობას არ წარმოადგენდა, რადგან მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციაც კი აცხადებს, რომ სამთო ტურიზმი განსაკუთრებით მოწყვლადია კლიმატის ცვლილების ზემოქმე...
Rate this blog entry:
Continue reading
870
0 Comments
Write a Comment
მაი
03

რა გვასწავლა „ხადორი 3-ის“ პროექტის გამოცდილებამ?

პანკისის ხეობაში მცირეჰესის („ხადორი 3“) მშენებლობის გამო ადგილობრივ მოსახლეობასა და სამშენებლო კომპანიას შორის კონფლიქტის შესახებ ცნობები სულ ცოტა ხნის წინ საყოველთაო ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. „ხადორი 3“ მცირე ზომის ჰესია და მისი დადგმული სიმძლავრე 5.4 მეგავატს აღწევს, ხოლო წლიურად გამომუშავებული ენერგია - 27.5 მლნ. კვტ. სთ-ს. „ხადორი 3-ის“ მშენებლობა 21 აპრილს დაიწყო. ადგილობრივი მოსახლეობა ამ პროექტს დაუპირისპირდა, სამშენებლო კომპანიამ კი პროექტის განხორციელების უზრუნველსაყოფად საკითხში სამართალდამცავი ორგანოები ჩართო. მთავრობასა და ადგილობრივ მოსა...
Rate this blog entry:
Continue reading
1629
0 Comments
Write a Comment

Our Partners