ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.

სეზონური ეფექტი და COVID-19 აპრილში გამომუშავებასა და მოხმარებას შორის არსებული სხვაობის აღმოფხვრის მიზეზი გახდა

სხვაობა აღმოიფხვრა

საქართველოს ენერგეტიკის ბაზრისთვის 2020 წლის აპრილი იმით იყო გამორჩეული, რომ მთლიანმა გამომუშავებამ (944 მლნ. კვტ.სთ.) თითქმის მთლიანად დააბალანსა ქვეყანაში არსებული მოხმარება (941 მლნ. კვტ.სთ.): გამომუშავებამ სულ რაღაც 3 მლნ. კვტ.სთ-ით გადააჭარბა მოხმარებას (რაც მთლიანი გამომუშავების 0.03%-ია: იხ. გრაფიკი 1). ამის მიზეზი ის იყო, რომ ერთდროულად შემცირდა როგორც მთლიანი მოხმარება (7%), ისე მთლიანი გამომუშავება (2%). აღნიშვნის ღირსია ისიც, რომ ამავე პერიოდში, ქარის სადგურებზე გამომუშავება მნიშვნელოვნად, 23%-ით გაიზარდა 2019 წლის აპრილთან შედარებით.

ერთი წლის წინ, 2019 წლის აპრილში, მთლიან გამომუშავებასა და მოხმარებას შორის სხვაობამ 45 მლნ. კვტ.სთ-ის დეფიციტამდე მიგვიყვანა, რაც ამ თვეში წარმოებული ელექტროენერგიის 5%-ს შეადგენდა. შეიძლება ითქვას, რომ გამომუშავებასა და მოხმარებას შორის სხვაობის აღმოფხვრა სეზონური ეფექტისა და COVID-19-ის კარანტინის შედეგია, რამაც სერიოზული გავლენა მოახდინა ელექტროენერგიის ბაზარზე.

გრაფიკი 1.ელექტროენერგიის გამომუშავება და მოხმარებ

ჩვეულებრივ, გამომუშავების უდიდესი წილი ჰიდროელექტროსადგურებზე (ჰესებზე) მოდის. 2020 წლის აპრილში, ჰესებმა 787 მლნ. კვტ.სთ. (მთლიანი გამომუშავების 87%) ელექტროენერგია გამოიმუშავეს, თბოელექტროსადგურებმა – 148 მლნ. კვტ.სთ (მთლიანი გამომუშავების 16%), ხოლო ქარის სადგურებმა – 8 მლნ. კვტ.სთ. (1%) (იხ. გრაფიკი 2).

გრაფიკი 2. ელექტროენერგიის გამომუშავება წყაროების მიხედვით

მე-3 გრაფიკიდან ჩანს, რომ ენერგო-პრო ჯორჯიაზე ელექტროენერგიაზე მთლიანი მოთხოვნის 34% (324 მლნ. კვტ.სთ.) მოდიოდა, თელასზე – 18% (170 მლნ. კვტ.სთ.), აფხაზეთზე – 24% (222 მლნ. კვტ.სთ.), პირდაპირ მომხმარებლებზე კი – 24% (223 მლნ. კვტ.სთ.).

ენერგო-პრო ჯორჯიას წლიური მოთხოვნა 29%-ით შემცირდა, თელასის კი – 23%-ით, ეს მაშინ, როცა აფხაზეთის მხრიდან მოხმარება მნიშვნელოვნად, მთელი 18%-ით გაიზარდა. ამას ისიც დაემატა, რომ პირდაპირი მომხმარებლების მხრიდან მოხმარება 55%-ით გაიზარდა1.

გრაფიკი 3. ელექტროენერგიის მოხამრება მომხმარებელთა ტიპის მიხედვით


იმპორტი შემცირდა

გამომუშავებასა და მოხმარებას შორის სხვაობის აღმოფხვრის წყალობით, 2020 წლის აპრილში ელექტროენერგიის იმპორტი მნიშვნელოვნად შემცირდა (იხ. გრაფიკი 4). ამ პერიოდში საქართველომ 36 მლნ. კვტ.სთ. ელექტროენერგია შემოიტანა იმპორტით, რაც 2019 წლის აპრილის მონაცემებზე 55%-ით ნაკლებია. იმპორტირებული ელექტროენერგიის 82% რუსეთიდან, 18% კი აზერბაიჯანიდან შემოვიდა. ამ თვეში საქართველოს ელექტროენერგია არ გაუტანია სხვა ქვეყნებში.

გრაფიკი 4.ექსპორტისა და იმპორტის ფასები

2020 წლის მარტში ელექტროენერგიის იმპორტის საშუალო შეწონილი ფასი აშშ დოლარში წლიურად 11%-ით შემცირდა, თუმცა ლარში 5%-ით გაიზარდა, რაც მეტწილად ლარის აშშ დოლართან გაუფასურებამ განაპირობა (2019 წლის აპრილში კვტ.სთ-ის საფასური 5 ცენტი/13.46 თეთრი იყო, 2020 წლის აპრილში კი – 4.43ცენტი/14.2 თეთრი). იმპორტის თვიური ფასი აშშ დოლარში 18%-ით, ლარში კი 24%-ით გაიზარდა (კვტ.სთ. ელექტროენერგიის იმპორტის ფასი 2020 წლის მარტში 3.75 ცენტი/11.40 თეთრი იყო). 2020 წლის აპრილში კვტ.სთ. ელექტროენერგიის ექსპორტის ფასი 5.46 ცენტი/16.61 თეთრი იყო. რაც შეეხება ექსპორტის ფასებს, 2020 წლის აპრილში კვტ.სთ. ელექტროენერგია 5.5 ცენტი/17.61 თეთრი ღირდა.

გრაფიკი 5. ექსპორტისა და იმპორტის ფასები

ჩვენი აზრით, გამომუშავებასა და მოხმარებას შორის დადებითი სხვაობა მომდევნო თვეებშიც შენარჩუნდება და, მიუხედავად იმისა, რომ COVID-19-ის კრიზისის ეკონომიკური შედეგები ნელ-ნელა ქრება, გამომუშავების მოსალოდნელი სეზონური ზრდა მაინც გადააჭარბებს მოხმარების ზრდას.


1 უნდა აღინიშნოს, რომ მას შემდეგ, რაც 2019 წლის მაისში ბაზარი კვლავ გაიხსნა, მსხივლმა მომხმარებლებმა ბაზარზე ელექტროენერგიის შეძენა დაიწყეს როგორც პირდაპირიმა მომხმარებლებმა. ეს არის ძირითადი მიზეზი, რატომაც დაიკო ენერგო-პრო ჯორჯიას მხრიდან ელექტროენერგიის მოხმარებამ და გაიზარდა პირდაპირი მოხმარების ზრდა.


მასალის გამოყენების წესები 

Rate this blog entry:
0 Comments

Related Posts

Comments

 
No comments yet
Already Registered? Login Here
Register
Guest
კვირა, 29 დეკემბერი 2024

Captcha Image

Our Partners