ზეგანაკვეთური შრომა…
2014 წელს საქართველოში დასაქმებულთა 22% აცხადებდა, რომ უწევდა ზეგანაკვეთური შრომა, ანუ მუშაობდა კვირაში 40 საათზე მეტს. ერთი შეხედვით, ეს მაინცდამაინც შემაშფოთებლად არ ჟღერს, მაგრამ, როგორც ყველა საშუალო მაჩვენებელი, ესეც მალავს ზეგანაკვეთური შრომის გეოგრაფიულ ვარიაციას. ძალიან ცოტა ადამიანი მუშაობს კვირაში 40 საათზე მეტს ისეთ ადგილებში, სადაც თითქმის არ არსებობს სამსახურები, მაგალითად კახეთსა და რაჭაში. სამაგიეროდ, დასაქმებულთა ნახევარზე მეტს უწევს ზეგანაკვეთური შრომა დინამიურად განვითარებად თბილისში და 44%-ს დედა...