საქართველოში ყველა მწყემსს ან საქონლის მფლობელს შეუძლია გაუშვას საქონელი სოფლის საძოვარზე. ეს საძოვრები სოფლის საერთო საკუთრებაა და არცერთ ოჯახს არ ეკუთვნის. სოფლის მცხოვრებლები მას კოლექტიურად ფლობენ და, შესაბამისად, თითოეულს აქვს უფლება თავისი საქონელი საერთო საძვარზე უფასოდ აძოვოს. სოფლის საერთო საკუთრებაში არსებულ მსგავს მიწას საერთო რესურსად მოიხსენიებენ. მიწის კოლექტიურად ფლობის მსგავსი ტრადიცია ოდესღაც ევროპაშიც არსებობდა.
რადგანაც საერთო საძოვარები რეგულირებული არაა და ამავდროულად ყველა გლეხი ზრუნავს მხოლოდ საკუთარი საქონლის მოშენებაზე, დრო...