2017 წელი, როგორც ჩანს, ერთ-ერთი საუკეთესო წელი იქნება საქართველოსთვის 2008 წლის კრიზისის შემდეგ. ეკონომიკის მოსალოდნელი ზრდა დაახლოებით 5%-ია, რაც საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მოლოდინებსა და ადრეულ პროგნოზებს აჭარბებს. საქსტატის მიერ I და II კვარტლების განახლებულ მონაცემებზე დაყრდნობით, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მშპ-ის ყოველწლიური ზრდის პროგნოზი 4.9%-ია. ეს ციფრი კიდევ უფრო გაიზრდება, თუ III კვარტალში ეკონომიკა საქსტატის წინასწარ შეფასებაზე (4.4%) მეტად გაიზრდება.
ბუმი მხოლოდ საქართველოში არ არის. ფაქტობრივად, საქართველო მისდევს იმ ...