ზოგჯერ მასწავლებლები ექსპონენციალური ფუნქციების ახსნისას იყენებენ ლეგენდას „მათემატიკა ჭადრაკში“. მითი მოგვითხრობს ინდოელ მათემატიკოსზე, რომელმაც ჭადრაკი გამოიგონა. ინდოეთის მეფეს ისე მოეწონა თამაში, რომ მათემატიკოსს შესთავაზა, სახელიც თავად დაერქმია საკუთარი თამაშისთვის და ჯილდოც დაესახელებინა. გამომგონებელმა უპასუხა: „ჩემი სურვილი მარტივია. ჭადრაკის დაფის თითოეული კვადრატისთვის ბრინჯის მარცვლები მომეცით. ოღონდ ისე, რომ პირველ კვადრატზე ერთი მარცვალი იდოს, მეორეზე ორი, მესამეზე ოთხი და ასე შემდეგ. ყოველ შემდეგ კვადრატზე წინაზე ორჯერ მე...