სექტემბრის ელექტროენერგიის გამომუშავების დეფიციტის შემდეგ კლებადი ტენდენცია ნარჩუნდება, მაშინ როცა მოხმარებასა და გამომუშავებას შორის არსებული განსხვავება კიდევ უფრო მწვავდება. სექტემბერთან შედარებით, 2018 წლის ოქტომბერში გამომუშავებამ 8%-ით იკლო, 2017 წლის ოქტომბერთან შედარებით კი – 5%-ით. გამომუშავების ეს წლიური შემცირება უმეტესწილად ჰიდრო (-1%) და თბო ელექტროენერგიის კლებითაა (-17%) გამოწვეული, რაც საგრძნობლად აჭარბებს ქარის ენერგიით გამომუშავებული ელექტროენერგიის ზრდას (+4%). თვიდან თვემდე მთლიანი გამომუშავების შემცირება განახლებადი წყაროებიდან...