სექტემბრის ელექტროენერგიის გამომუშავების დეფიციტის შემდეგ კლებადი ტენდენცია ნარჩუნდება, მაშინ როცა მოხმარებასა და გამომუშავებას შორის არსებული განსხვავება კიდევ უფრო მწვავდება. სექტემბერთან შედარებით, 2018 წლის ოქტომბერში გამომუშავებამ 8%-ით იკლო, 2017 წლის ოქტომბერთან შედარებით კი – 5%-ით. გამომუშავების ეს წლიური შემცირება უმეტესწილად ჰიდრო (-1%) და თბო ელექტროენერგიის კლებითაა (-17%) გამოწვეული, რაც საგრძნობლად აჭარბებს ქარის ენერგიით გამომუშავებული ელექტროენერგიის ზრდას (+4%). თვიდან თვემდე მთლიანი გამომუშავების შემცირება განახლებადი წყაროებიდან გამომუშავებული ელექტროენერგიის შემცირებით იყო გამოწვეული (-15%), რამაც აბსოლუტურ მაჩვენებლებში. თბოელექტროენერგიის გამომუშავების ზრდას გადააჭარბება(+23%) საქართველოს ელექტროსადგურებმა მთლიანობაში 783 კვტ.სთ. ელექტროენერგია გამოიმუშავა, ხოლო მოხმარება ადგილობრივ ბაზარზე 978 კვტ.სთ-ს შეადგენს. უნდა აღინიშნოს, რომ მოხმარება 2018 წლის სექტემბერთან შედარებით 2%-ით, 2017 წლის ოქტომბერთან შედარებით კი 3%-ით გაიზარდა.
გრაფიკი 1. ელექტროენერგიის მოხმარება და წარმოება (მლნ. კვტ.სთ.)
ელექტროენერგიაზე მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად და გამომუშავებასა და მოხმარებას შორის არსებული განსხვავების აღმოსაფხვრელად, საქართველოს იმპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობის გაზრდა მოუწია, რამაც 230 მლნ. კვტ.სთ. შეადგინა. ელექტროენერგიის 88% აზერბაიჯანიდან, 12% კი თურქეთიდან შემოვიდა. საქსტატის მონაცემებით, 2018 წლის ოქტომბრის ეს მაჩვენებელი ყველაზე მაღალია უკანასკნელი 11 წლის განმავლობაში.
გრაფიკი 2. იმპორტი (მლნ. კვტ.სთ.)
იმპორტირებული მოცულობისა და მთლიანი გადახდების შესახებ საქსტატის მონაცემების მიხედვით, იმპორტის ფასები ოქტომბერში სექტემბერთან შედარებით მკვეთრად გაიზარდა ( ორზე მეტად4¢-11 თეთრიდან 9.6¢-25.65 თეთრამდე). ეროვნულ ვალუტაში ამ ზრდის მნიშვნელოვანი განმაპირობებელი ფაქტორია ელექტროენერგიის რეალური ღირებულების მატება დოლარში, რასაც ლარის დოლართან მიმართებაში გაუფასურებაც ემატება (2%-იანი გაუფასურება სექტემბრის შემდეგ1). იმისათვის, რომ ელექტროენერგიის ფასებზე სეზონური გავლენა გავითვალისწინოთ, ოქტომბრის სხვადასხვა წლების ფასები ერთმანეთს უნდა შევადაროთ. 2018 წლის ოქტომბერში იმპორტის ფასმა ისტორიულად ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია (იხ. გრაფიკი #3). გარდა ამისა, თუ ბოლო ორი წლის განმავლობაში (ამ მეთოდოლოგიის გამოყენებით) შეფასებულ ფასებს შევადარებთ იმპორტირებულ ელექტროენერგიაზე ფასები 2018 წლის ოქტომბერში თითქმის გაორმაგდა (5¢-13 თეთრიდან 9.6¢ - 25.65 თეთრამდე). ამ შემთხვევაში ფასები ეროვნულ ვალუტაში 97%-ით გაიზარდა, რაც უმეტესწილად აშშ დოლარში ფასის მატებამ (92%) განაპირობა, რასაც ლარის გაუფასურებაც დაემატა.
გრაფიკი 3. იმპორტის ფასები ოქტომბერში (თეთრი/კვტ.სთ.)2 გრაფიკი 4. იმპორტის ფასები (თეთრი/კვტ.სთ.)
მონაცემების გაანალიზების შედეგად რამდენიმე კითხვა ჩნდება: პირველ რიგში, რამდენად რეალურია ფასების ასეთი მკვეთრი მატება და რატომ გაზარდა საქართველომ იმპორტი თბოელექტროსადგურების გამომუშავების გაძლიერების (რომლებიც ოქტომბერში მხოლოდ ნახევარი სიმძლავრით მუშაობდა) მაგივრად? მეორე, რაც ასევე მნიშვნელოვანია, რამდენად რეალურია ეს ზრდა? დაბოლოს, ამ მონაცემებზე დაყრდნობით, რა შეიძლება ითქვას საქართველოს ელექტროენერგიის ბაზრის განვითარების შესახებ?
პირველ რიგში, ოქტომბრის თვეში თბოელექტროსადგურების წარსულ ტენდენციებს უნდა დავაკვირდეთ. 2007-დან 2015 წლამდე საქართველოში სამი თბოელექტროსადგური: „მტკვარი“, „თბილსრესი“ და G-Power3 ფუნქციონირებდა. 2015 წლიდან მოყოლებული სისტემას გარდაბნისა და ტყიბულის თბოელექტროსადგურები დაემატა. მაშინ, როდესაც ტყიბულის სადგური ოქტომბერში ყოველთვის უმნიშვნელო რაოდენობის ელექტროენერგიას გამოიმუშავებდა, გარდაბნის ელექტროსადგურზე მთლიანი თბოელექტროენერგიის გამომუშავების მნიშვნელოვანი წილი მოდიოდა და 2016 წლიდან მოწინავე პოზიციასაც იკავებდა (იხ. გრაფიკი #5).
ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, ოქტომბერში თბოელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის მხრივ შემცირების ტენდენცია შეინიშნება. გარდაბნის თბოელექტროსადგურმა გამომუშავება გაზარდა, მაგრამ მტკვრის სადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის შემცირების ხარჯზე(იხ. გრაფიკი #5).
გრაფიკი 5. თბოელექტროენერგიის წარმოება (მლნ. კვტ.სთ.)
რატომ შეამცირეს თბოელექტროსადგურებმა და განსაკუთრებით მტკვარმა თავიანთი გამომუშავების მოცულობა ოქტომბერში მზარდი მოთხოვნის მიუხედავად? ეს კიდევ უფრო დამაბნეველი ხდება, როდესაც ოქტომბერში იმპორტის ფასების მკვეთრ ზრდას ვაკვირდებით. ერთ-ერთი ახსნა შეიძლება იყოს ტექნიკური პრობლემები. თუმცა მტკვრის თბოელექტროსადგურის წარმომადგენლების თქმით, გამომუშავების შემცირება დაბალმა მოთხოვნამ განაპირობა და არა ტექნიკურმა პრობლემებმა.
მაშინ რატომ შეივსო განსხვავება გამომუშავებასა და მოხმარებას შორის ელექტროენერგიის იმპორტით? შეიძლება თუ არა ეს იმით იყოს განპირობებული, რომ თბოელექტროსადგურების გამომუშავების ხარჯებმა იმპორტირებული ელექტროენერგიის ფასებს გადააჭარბა? თბოელექტროსადგურების გამომუშავებისათვის საჭირო მთავარი რესურსი ბუნებრივი გაზია. თეორიულად, ბუნებრივ გაზზე ფასის ზრდამ შესაძლოა თბოელექტროსადგურების ელექტროენერგიის გამომუშავების შესაბამისი შემცირება გამოიწვიოს. თუმცა, არსებობს სოციალური გაზის ტარიფი თბოელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ენერგიისთვის. უფრო კონკრეტულად, თბოელექტროსადგურები ათას კუბურ მეტრ გაზში 143 აშშ დოლარის ექვივალენტს იხდიან ლარში. გარდა ამისა, თბოელექტროსადგურების ტარიფები ელექტროენერგიის გამომუშავებისათვის ყოველწლიურად ეროვნულ ვალუტაში განისაზღვრება მარეგულირებელი კომისიის მიერ შესაბამისად, არცერთ შემთხვევაში არ იყო მოსალოდნელი ფასების მოკლევადიანი მკვეთრი ზრდა თბოელექტროსადგურების მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიაზე. იქიდან გამომდინარე, რომ თბოელექტროსადგურები იძულებულნი არიან, სისტემას4 ელექტროენერგია მიაწოდონ, ეს ტენდენცია რაციონალურ ქცევას არ შეესაბამება (თუ იმპორტის ფასები მართლაც ისეთი მაღალია, როგორც ამას საქსტატის მონაცემები გვკარნახობს).
ალტერნატიული ახსნა შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი შეცდომა საქსტატის მონაცემებში. არაოფიციალურმა წყარომ მიგვანიშნა, რომ უფრო რეალისტური ფასი იმპორტზე ოქტომბრის თვეში 5.5¢-ზე დაახლოებით 14.63 თეთრს შეადგენს და მაქსიმალურ ნიშნულს თვის ბოლოსკენ აღწევს. ეს ინფორმაცია განსაკუთრებით გვეხმარება ელექტროენერგიის ტენდენციების ახსნაში, მაშინ როდესაც თბოელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის რაოდენობა იმპორტის ფასებთან ერთად იზრდება. ამრიგად, იმპორტის ფასების მზარდი ტენდენცია (ოქტომბრის ფასი - 14.63 თეთრი, რაც მნიშვნელოვნად დაბალია საქსტატის მონაცემებთან შედარებით, მაინც ერთ-ერთ ყველაზე მაღალ მაჩვენებლად მიიჩნევა), ახლოსაც არ არის 25.65 თეთრ კვტ.სთ. მონაცემთან. ამან საქსტატს უნდა უბიძგოს უფრო მეტი სიფრთხილით შეამოწმოს ელექტროენერგიის იმპორტის ფასები და უტყუარი სტატისტიკური მონაცემების მისაღებად ხარვეზის (სავარაუდო) წყაროს მიაგნოს.
რა შეიძლება ითქვას საქართველოში ელექტროენერგიის მზარდ იმპორტზე? ეს ტენდენცია სავარაუდოდ იმითაა განპირობებული, რომ იმპორტის ფასები ქვეყნის შიგნით თბოელექტროსადგურების მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიაზე ფასებთან შედარებით მაინც დაბალია. შესაძლოა მოკლევადიან პერიოდში ქართველმა მომხმარებლებმა ეს მოვლენა დადებითად აღიქვან, ვინაიდან შედარებით იაფი ელექტროენერგია უფრო მცირე ღირებულების ქვითარს ნიშნავს. თუმცა ეს აჩენს კითხვებს ქვეყანაში ელექტროენერგიის უსაფრთხოების კუთხით. ახალი ელექტროენერგიის გამომუშავებაში ინვესტირების სტიმული დაბალია, ვინაიდან გამომუშავებასა და მოხმარებას შორის შიდა განსხვავების პირობებში, არსებული შესაძლებლობები მხოლოდ ნაწილობრივაა გამოყენებული (რამაც შესაძლოა გამოიწვიოს იმპორტზე დამოკიდებულება და ადგილობრივი ბაზარი საერთაშორისო შოკების მიმართ უფრო მგრძნობიარე გახადოს).
1 ვადარებთ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ლარის საშუალო გაცვლით კურსს.
2 მონაცემები წარმოდგენილია აშშ დოლარში და გადაყვანილია ლარში საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ლარის საშუალო გაცვლითი კურსის მიხედვით.
3 2007-2011 წლებში მუშაობდა Energy Invest, 2010 წლის დეკემბერში Gpower-მა შიესყიდა Energy Invest, რომელიც დღეს ბაზარზე ახალი სახელწოდებით მუშაობს.
4 www.esco.ge
Comments