ახლახანს ISET Economist-ის ბლოგზე „შამათიას“ კოოპერატივზე დაიწერა. კოოპერატივის მარწყვის ნერგები დარგვიდან მალევე იწყებდა ხმობას. კოოპერატივმა მიზეზის დასადგენად და პრობლემის გადასაჭრელად ქვეყნის არაერთ ექსპერტთან გაიარა კონსულტაციები, თუმცა უშედეგოდ. პრობლემის მიზეზი ნათელი გახდა მხოლოდ ნერგების ნიმუშების საზღვარგარეთ გაგზავნის შემდეგ. ამასობაში კი კოოპერატივმა 15 000 ლარი იზარალა.
ასეთი შემთხვევები იშვიათი არ არის საქართველოს სოფლის მეურნეობაში. ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მიერ ჩატარებული ღირებულებათა ჯაჭვების უახლესმა კვლევებმა აჩვენა, რომ სოფლის მეურ...