2014 წლის 27 ივნისს საქართველომ და ევროკავშირმა ხელი მოაწერეს ასოცირების შესახებ შეთანხმებას (Association Agreement – AA) და მის განუყოფელ ნაწილს თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ღრმა და ყოვლისმომცველ შეთანხმებას (Deep and Comprehensive Free Trade Area – DCFTA). 2016 წლის 1-ელ ივლისს DCFTA სრულად შევიდა ძალაში. მანამდე საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობას მდგრადი განვითარებისა და კარგი მმართველობის სპეციალური მექანიზმი (Special Incentive Arrangement for Sustainable Development and Good Governance) არეგულირებდა. ამ მექანიზმის ნაწილი იყო პრეფერენცი...