ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.
Salome Gelashvili has not set their biography yet
მარ
08

ხორბლის ბაზარი საქართველოში

  2021 წლის 15 თებერვლიდან რუსეთში ხორბლის, ჭვავის, სიმინდისა და ქერის ექსპორტზე დაწესებული კვოტები ამოქმედდა. ძალაში შევიდა საბაჟო ტარიფები და ამკრძალავი ბეგარაც საბაჟო ღირებულის 50%-ის ოდენობით. რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის? ზოგადად, ქვეყნის მიერ ექსპორტზე საბაჟო ტარიფისა თუ კვოტის დაწესება პროტექციონისტური პოლიტიკის ნაწილია და ხშირ შემთხვევაში მიმართულია ადგილობრივი მწარმოებლებისა და ბაზრების დაცვისკენ. საექსპორტო კვოტა რაოდენობრივი შეზღუდვის სახეს წარმოადგენს და გულისხმობს გარკვეული პერიოდის განმავლობაში კონკრეტული პროდუქტისა თუ მომსახურების ე...
Rate this blog entry:
Continue reading
2297
0 Comments
Write a Comment
ოქტ
12

უნდა გაგრძელდეს თუ არა ყურძნის სუბსიდირება?

საქართველოში ტრადიციული რთველი 26 აგვისტოს დაიწყო. მთავრობამ გადაწყვიტა, მწარმოებლებს ყურძნის რეალიზებაში დაეხმაროს, რაც ყურძნის მოსავლის სუბსიდირებას გულისხმობს. სუბსიდირების რაოდენობამ რქაწითელის ან კახური მწვანეს შემთხვევაში, 1 კგ-ზე 0.8 ლარიდან 0.3 ლარი შეადგინა. აუცილებლობის შემთხვევაში, მთავრობა ყურძნის რეალიზაციის პროცესშიც ჩაერთვება. ღვინის სექტორის მხარდაჭერა ანტიკრიზისული გეგმის ნაწილია და მიზნად ისახავს COVID-19-ით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის დაძლევას. ვინაიდან რთველი ჯერ არ დასრულებულა, საბოლოო სტატისტიკური მონაცემები ფერმერების მიერ გაყი...
Rate this blog entry:
Continue reading
822
0 Comments
Write a Comment
მაი
18

სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის შეფასება

  სოფლის მეურნეობის დარგსა და სოფლად ცხოვრების განვითარებას ქვეყნის პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. პანდემიის დროს დაწესებულმა შეზღუდვებმა შეაფერხა საგაზაფხულო სამუშაოები სოფლის მეურნეობაში, რამაც ფერმერების მდგომარეობა და მომავლის პერსპექტივები მნიშვნელოვნად გააუარესა. სწორედ ამიტომ საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა და 12 მაისს წარადგინა ანტიკრიზისული გეგმა – „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“. შემოთავაზებული გეგმა გულისხმობს ორი სახის შეღავათებს ფერმერებისთვის: პირდაპირ დახმარებასა და სექტორულ მხარდაჭერას. 1-ელ ცხრილში შეჯამებულია ყველა ის კომპ...
Rate this blog entry:
Continue reading
1707
0 Comments
Write a Comment
მარ
09

საქართველოს სოფლის მეურნეობა: გვაქვს თუ არა რეალური ცვლილებები სექტორში?

საქართველოში სოფლის მეურნეობის სექტორი წლების განმავლობაში უყურადღებოდ იყო დარჩენილი, თუმცა 2012 წლიდან სექტორი ყურადღების ცენტრში მოექცა. სახელმწიფოს მიერ სექტორის დაფინანსება 2011 წელს 85 მლნ. ლარიდან მომდევნო წლებში 200 მლნ. ლარამდე გაიზარდა და 2020 წლისთვის თითქმის 293 მლნ. ლარი შეადგინა. სახელმწიფომ სოფლის მეურნეობის სექტორის მხარდამჭერი ათზე მეტი პროგრამა შეიმუშავა. 2013 წელს დაარსდა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოც (APMA), რომელიც აღნიშნული პროგრამების მართვაზეა პასუხისმგებელი. სოფლის მეურნეობის სექტორში ჩართული ადამიანები, ცხად...
Rate this blog entry:
Continue reading
834
0 Comments
Write a Comment

Our Partners