ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.
Salome Gelashvili has not set their biography yet
აპრ
30

შეიძლება არ გვშია, მაგრამ ვშიმშილობთ...

ყველასთვის ცნობილია, რომ საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი სოფლის მეურნეობაშია ჩართული, მაშინ, როდესაც მოხმარებული საკვების დაახლოებით 60% იმპორტირებულია. საკვების იმპორტის მაღალ მაჩვენებელსა და საკვების უსაფრთხოებას ხშირად განიხილავენ ქართველი პოლიტიკოსები და მედია. თუმცა ხშირ შემთხვევაში ყურადღების მიღმა რჩება კვების მრავალფეროვნებასთან დაკავშირებული საკითხები და არაჯანსაღი, მწირი რაციონით გამოწვეული პრობლემები. კვლევები აჩვენებს, რომ ქართულ რაციონში კალორიების მთავარი წყარო არის პური, რომელზეც მოდის ადამიანთა  მიერ მიღებული კალორიების 63%....
Rate this blog entry:
Continue reading
2764
0 Comments
Write a Comment
ნოე
30

ინოვაცია იწყება აქ და ახლა... ლისის ტბის სათბურებში

სირთულე მდგომარეობს არა ახალი იდეების შექმნაში, არამედ ძველებისგან თავის დაღწევაში, – ჯონ მეინარდ კეინზი ინოვაცია მხოლოდ სილიკონის ველის მაღალი ტექნოლოგიების სტარტაპებს არ გულისხმობს. ის შეიძლება მოხდეს აქ და ახლა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ლიბერალი პოლიტიკოსები საწინააღმდეგოს ამტკიცებენ, ქართულ სოფლის მეურნეობაში ინოვაციებისთვის უამრავი შესაძლებლობა არსებობს!  ნინა პეტროვა-ძნელაძის ლისის ტბის სათბურები არის 0.6 ჰექტარზე გაშენებული  საოჯახო მეურნეობა, რომელშიც ხილისა და ბოსტნეულის სამი საშუალო ზომის სათბურია. ვინმეს შეიძლება ეგონოს, რომ ...
Rate this blog entry:
Continue reading
3707
1 Comment
Write a Comment
სექ
26

ქართველი ფერმერების რუსული რულეტი

2015 წლის 20 აგვისტოს ძლიერმა სეტყვამ გაანადგურა მოსავალი და ინფრასტრუქტურა აღმოსავლეთ კახეთში. მხოლოდ ყვარელში სეტყვამ 1300 ჰექტარი საფერავი და 1000 ჰექტარი რქაწითელი გაანადგურა, რითიც 500-ზე მეტი გლეხი დააზარალა. ეს მხოლოდ ნაწილია ბოლო წლებში მომხდარი ბუნებრივი კატასტროფებისა, რაც ქართველ გლეხებს დაატყდათ თავს. ყველაზე სერიოზული შემთხვევა მოხდა 2012 წლის ივლისში, როდესაც ძლიერმა წვიმამ, ქარმა, სეტყვამ და წყალდიდობამ დააზიანა ათასობით ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწა კახეთში, სახურავი გადახადა სახლებს და მნიშვნელოვნად დააზიანა რეგიონის ინფრასტრუქტურა...
Rate this blog entry:
Continue reading
2899
0 Comments
Write a Comment
ივლ
13

სად არის უფასო სადილი?

აქვს თუ არა დადებითი გავლენა საკვების საერთაშორისო ფასების ვარდნას საქართველოზე? საშუალო ქართული ოჯახი თავისი ბიუჯეტის 40%-ზე მეტს ხარჯავს საკვებზე. აქედან გამომდინარე, ქართველი მომხმარებელი ძალიან მგრძნობიარეა საკვები პროდუქტების ფასებისადმი, რაც მსოფლიო სასაქონლო ბაზარზე განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, შეიძლება ძალიან კარგიც კი იყოს. მსოფლიო ბანკის უკანასკნელი მონაცემების თანახმად, „2014 წლის აგვისტოდან 2015 წლის მაისამდე საკვები პროდუქტების საერთაშორისო ფასები 14%-ით დაეცა და მიაღწია ბოლო ხუთი წლის ყველაზე დაბალ ნიშნულს“. შედარებით მცირე და ...
Rate this blog entry:
Continue reading
2657
0 Comments
Write a Comment

Our Partners