2021 წლის 15 თებერვლიდან რუსეთში ხორბლის, ჭვავის, სიმინდისა და ქერის ექსპორტზე დაწესებული კვოტები ამოქმედდა. ძალაში შევიდა საბაჟო ტარიფები და ამკრძალავი ბეგარაც საბაჟო ღირებულის 50%-ის ოდენობით.
რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის?
ზოგადად, ქვეყნის მიერ ექსპორტზე საბაჟო ტარიფისა თუ კვოტის დაწესება პროტექციონისტური პოლიტიკის ნაწილია და ხშირ შემთხვევაში მიმართულია ადგილობრივი მწარმოებლებისა და ბაზრების დაცვისკენ. საექსპორტო კვოტა რაოდენობრივი შეზღუდვის სახეს წარმოადგენს და გულისხმობს გარკვეული პერიოდის განმავლობაში კონკრეტული პროდუქტისა თუ მომსახურების ე...