ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.
Salome Deisadze has not set their biography yet
ივნ
28

უბრუნდება თუ არა ქართული თხილის ექსპორტი ძველ ნიშნულს?

თხილი საქართველოს საექსპორტო პროდუქტების ათეულში შედის. 2010-2020 წლებში თხილის ექსპორტმა საქართველოს მთლიანი ექსპორტის 4.4% შეადგინა(საქსტატი, 2021 წ.). 2013 წელს ექსპორტირებული თხილის რაოდენობამ მაქსიმუმს, 30 ათას ტონას მიაღწია, შემდეგ წლებში კი 19 ათას ტონამდე შემცირდა, სამაგიეროდ გაიზარდა ექსპორტირებული თხილის ღირებულება, რაც ნიშნავს, რომ ერთი კილოგრამი ექსპორტირებული ქართული თხილის ფასი უფრო მაღალი იყო, ვიდრე წინა წლებში. 2016 წელს ექსპორტირებული თხილის რაოდენობამ 27 ათასი ტონა შეადგინა, რაც აღნიშნულ პერიოდში (2010-2020 წწ) სიდიდით მეორე მაჩვენებელი...
Rate this blog entry:
Continue reading
156
0 Comments
Write a Comment
მარ
08

ხორბლის ბაზარი საქართველოში

  2021 წლის 15 თებერვლიდან რუსეთში ხორბლის, ჭვავის, სიმინდისა და ქერის ექსპორტზე დაწესებული კვოტები ამოქმედდა. ძალაში შევიდა საბაჟო ტარიფები და ამკრძალავი ბეგარაც საბაჟო ღირებულის 50%-ის ოდენობით. რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის? ზოგადად, ქვეყნის მიერ ექსპორტზე საბაჟო ტარიფისა თუ კვოტის დაწესება პროტექციონისტური პოლიტიკის ნაწილია და ხშირ შემთხვევაში მიმართულია ადგილობრივი მწარმოებლებისა და ბაზრების დაცვისკენ. საექსპორტო კვოტა რაოდენობრივი შეზღუდვის სახეს წარმოადგენს და გულისხმობს გარკვეული პერიოდის განმავლობაში კონკრეტული პროდუქტისა თუ მომსახურების ე...
Rate this blog entry:
Continue reading
2299
0 Comments
Write a Comment
დეკ
14

COVID-19 და სურსათის უვნებლობა საქართველოში

„სურსათის უვნებლობის რისკების სრულად აღმოფხვრა შეუძლებელია, მაგრამ შესაძლებელია მათი მართვა მთლიან ღირებულებათა ჯაჭვში, ფერმიდან სუფრამდე. სურსათის უვნებლობის რისკის შემცირება მოითხოვს თანამშრომლობას სექტორებს, დაინტერესებულ მხარეებსა და ქვეყნებს შორის,“ – დოქტორი ჰანს ანრი პ. კლუგე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) რეგიონული დირექტორი ევროპაში. თითქმის ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მსოფლიომ COVID-19 პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო. ქვეყნები ასრულებენ ჯანმო-ს რეკომენდაციებს ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად. მიუხედავად იმისა, რომ კერძო ...
Rate this blog entry:
Continue reading
806
0 Comments
Write a Comment
ოქტ
12

უნდა გაგრძელდეს თუ არა ყურძნის სუბსიდირება?

საქართველოში ტრადიციული რთველი 26 აგვისტოს დაიწყო. მთავრობამ გადაწყვიტა, მწარმოებლებს ყურძნის რეალიზებაში დაეხმაროს, რაც ყურძნის მოსავლის სუბსიდირებას გულისხმობს. სუბსიდირების რაოდენობამ რქაწითელის ან კახური მწვანეს შემთხვევაში, 1 კგ-ზე 0.8 ლარიდან 0.3 ლარი შეადგინა. აუცილებლობის შემთხვევაში, მთავრობა ყურძნის რეალიზაციის პროცესშიც ჩაერთვება. ღვინის სექტორის მხარდაჭერა ანტიკრიზისული გეგმის ნაწილია და მიზნად ისახავს COVID-19-ით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის დაძლევას. ვინაიდან რთველი ჯერ არ დასრულებულა, საბოლოო სტატისტიკური მონაცემები ფერმერების მიერ გაყი...
Rate this blog entry:
Continue reading
823
0 Comments
Write a Comment

Our Partners