ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.
Ia Katsia has not set their biography yet
ივნ
28

უბრუნდება თუ არა ქართული თხილის ექსპორტი ძველ ნიშნულს?

თხილი საქართველოს საექსპორტო პროდუქტების ათეულში შედის. 2010-2020 წლებში თხილის ექსპორტმა საქართველოს მთლიანი ექსპორტის 4.4% შეადგინა(საქსტატი, 2021 წ.). 2013 წელს ექსპორტირებული თხილის რაოდენობამ მაქსიმუმს, 30 ათას ტონას მიაღწია, შემდეგ წლებში კი 19 ათას ტონამდე შემცირდა, სამაგიეროდ გაიზარდა ექსპორტირებული თხილის ღირებულება, რაც ნიშნავს, რომ ერთი კილოგრამი ექსპორტირებული ქართული თხილის ფასი უფრო მაღალი იყო, ვიდრე წინა წლებში. 2016 წელს ექსპორტირებული თხილის რაოდენობამ 27 ათასი ტონა შეადგინა, რაც აღნიშნულ პერიოდში (2010-2020 წწ) სიდიდით მეორე მაჩვენებელი...
Rate this blog entry:
Continue reading
165
0 Comments
Write a Comment
მარ
08

ხორბლის ბაზარი საქართველოში

  2021 წლის 15 თებერვლიდან რუსეთში ხორბლის, ჭვავის, სიმინდისა და ქერის ექსპორტზე დაწესებული კვოტები ამოქმედდა. ძალაში შევიდა საბაჟო ტარიფები და ამკრძალავი ბეგარაც საბაჟო ღირებულის 50%-ის ოდენობით. რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის? ზოგადად, ქვეყნის მიერ ექსპორტზე საბაჟო ტარიფისა თუ კვოტის დაწესება პროტექციონისტური პოლიტიკის ნაწილია და ხშირ შემთხვევაში მიმართულია ადგილობრივი მწარმოებლებისა და ბაზრების დაცვისკენ. საექსპორტო კვოტა რაოდენობრივი შეზღუდვის სახეს წარმოადგენს და გულისხმობს გარკვეული პერიოდის განმავლობაში კონკრეტული პროდუქტისა თუ მომსახურების ე...
Rate this blog entry:
Continue reading
2308
0 Comments
Write a Comment
თებ
01

COVID-19 საქართველოს სოფლის მეურნეობაში: გამოწვევა, შესაძლებლობა თუ ორივე?

COVID-19-მა მსოფლიოს არაერთი ქვეყანა მიიყვანა ფართომასშტაბიან ეკონომიკურ კრიზისამდე. მოსალოდნელია ისიც, რომ 2020 წელს მსოფლიოს მთლიანი შიდა პროდუქტიც (მშპ) შემცირდეს, რაც 2009 წლის შემდეგ პირველად მოხდება. COVID-19-მა გავლენა მოახდინა ეკონომიკის ყველა სექტორზე და გამონაკლისი არც სურსათისა და სოფლის მეურნეობის სექტორია. პანდემია აისახა სასურსათო უსაფრთხოებასა და კვებაზე, მიწოდების ჯაჭვებზე, სურსათისა და საქონლის წარმოებასა თუ სურსათის უვნებლობაზე. აღსანიშნავია, რომ პანდემია განსაკუთრებულ საფრთხეს ღარიბი ქვეყნების მოსახლეობის კეთილდღეობას უქმნის, რადგან ას...
Rate this blog entry:
Continue reading
1000
0 Comments
Write a Comment
ნოე
30

სასურსათო უსაფრთხოება და COVID-19 საქართველოში

სურსათის მიწოდების სისტემები უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკებში, რადგან ამ სისტემებით მარაგდება სურსათის წარმოების უდიდესი წილი და მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის საარსებო საშუალებისა და შემოსავლის ძირითადი წყაროა (FAO, 2020). სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, ადგილობრივი თუ საერთაშორისო სურსათის მიწოდების ჯაჭვებს საჭირო პროდუქტები და სერვისები სტაბილურად მიეწოდებოდეს, რაც მოსახლეობის ჯანმრთელობის უზრუნველყოფისა და მათი შემოსავლებისა და საარსებო საშუალებების დაცვის  აუცილებელი პირობაა. COVID-19-ის პანდემიით გამოწვეულ...
Rate this blog entry:
Continue reading
1175
0 Comments
Write a Comment

Our Partners