ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.
Ia Katsia has not set their biography yet
დეკ
30

სურსათის ფასებს ცეცხლი უკიდია

სურსათის ფასების ინდექსის (FPI) მიხედვით, 2019 წლის ნოემბერში, 2018 წლის ამავე თვესთან შედარებით, ფასებმა საკვებსა და უალკოჰოლო სასმელებზე 13.4%-ით მოიმატა და მთლიანი სამომხმარებლო ფასების ინდექსის (CPI) ცვლილებაში 4.02 პროცენტულ პუნქტი შეადგინა. 2011 წლის აგვისტოდან მოყოლებული საკვების წლიურმა ინფლაციამ ყველაზე მაღალ ნიშნულს ბოლო თვეებში მიაღწია (იხ. გრაფიკი 1)1. გრაფიკი 1: სურსათის ფასის წლიური ინფლაცია (2010 წლის იანვარიდან 2019 წლის ნოემბრამდე) ფასები გაიზარდა სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ყველა ქვეკატეგორიისთვის. ყველაზე დიდი ფასნამატი დაფიქსირ...
Rate this blog entry:
Continue reading
1061
0 Comments
Write a Comment
ივნ
24

როგორ მივაღწიოთ მეტ სტაბილურობას? – აგრო დაზღვევა საქართველოში

ზოგადი მიმოხილვა სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოება სხვადასხვა რისკებთანაა დაკავშირებული, მათ შორისაა საბაზრო, ინსტიტუციური და წარმოების რისკები. სოფლის მეურნეობის წარმოებაში ამინდი მნიშვნელოვან როლს თამაშობს და რადგან მისი გაკონტროლება შეუძლებელია, ის ამ სფეროსათვის დამახასიათებელ უმთავრეს რისკს წარმოადგენს. ფერმერებს რისკების შემცირებისა თუ შერბილების მრავალი არაფორმალური და ფორმალური საშუალება გააჩნიათ. არაფორმალური საშუალებები მოიცავს დანაზოგებს, დივერსიფიკაციას, არაფერმერულ საქმიანობას და ა.შ. რისკების შემცირების ფორმალური საშუალებებიდან ყველაზე...
Rate this blog entry:
Continue reading
1601
0 Comments
Write a Comment
ნოე
26

რაც არ გკლავს... ანუ თხილის ამბავი

2018 წლის 15 ნოემბერს, აგრარული პოლიტიკის კვლევითმა ცენტრმა  დაინტერესებულ მხარეებს „ორგანული თხილის წარმოების ღირებულებათა ჯაჭვის კერძო წარმომადგენლების კვლევა“ წარუდგინა. ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ: HEKS-EPER South Caucasus, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი (ISET-PI), და შვედური ჰოლდინგი  PAKKA AG. შესავალი ეკონომიკური თვალსაზრისით, თხილი ისტორიულად საქართველოსთვის ერთ-ერთი უმთავრესი კულტურაა. ეს განპირობებულია იმით, რომ შავი ზღვის სანაპიროს მიმდებარე ტერიტორია თხილის მოყვანისთვის ხელსაყრელი ნიადაგითა და კლიმატური პირობებით გამოირჩევა. 2016 ...
Rate this blog entry:
Continue reading
1359
0 Comments
Write a Comment
ივნ
11

ტკბილი პატარა ტყუილები – ის, რაც „გვაბედნიერებს“

2017 წლის 17 მაისს მთავრობამ თამბაქოს კონტროლის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებები ოთხმოცდახუთი ხმით ერთის წინააღმდეგ დაამტკიცა. ახალმა რეგულაციამ, რომელიც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სიგარეტის მოწევას კრძალავს, საზოგადოებაში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ეს კანონპროექტი პარლამენტს დასამტკიცებლად უმრავლესობის წევრმა, ქალბატონმა გუგული მაღრაძემ წარუდგინა, რომელმაც სულ ახლახანს ისაუბრა საქართველოში ჭარბწონიანობის პრობლემაზე, რომელიც ნაწილობრივ შაქრის ჭარბი  მოხმარებით არის გამოწვეული. ქართველმა საზოგადოებამ ეს განცხადება ჩათვალა როგორც მანი...
Rate this blog entry:
Continue reading
1701
0 Comments
Write a Comment

Our Partners