ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.
Ia Katsia has not set their biography yet
ნოე
20

აზიური შემოსევა: მყრალი ხოჭო საქართველოში

65 წლის ნიკოლოზ მ-მ სოფელ ჯიხაიშიდან 2012 წელს დაახლოებით 15,000 ლარის ინვესტიცია ჩადო 8.5 ჰა თხილის ბაღში, იმ იმედით, რომ ერთ დღეს მისი წამოწყება მომგებიან ბიზნესად იქცეოდა. ნიკოლოზს საქმე მართლაც კარგად მისდიოდა, სანამ მყრალი ხოჭო, იგივე აზიური ფაროსანა, როგორც მას ქართველები ეძახიან, არ გამოჩნდა მის ბაღში. ნიკოლოზი ჰექტარზე 800-1000 კგ. მოსავლის აღებას ელოდა, მაგრამ ხოჭოს შემოსევამ მოსავალი 30-35%-ით შეამცირა, რამაც ჰექტარზე 1000 ლარზე მეტით აზარალა. სოფლად მცხოვრები ოჯახისათვის, რომლის საშუალო წლიური ხელფასი 11,000 ლარია, 9,000 ლარის დაკარგვა დიდი და...
Rate this blog entry:
Continue reading
2335
0 Comments
Write a Comment
მაი
29

მეტი თანასწორობა მეტი ზრდისთვის

ჯერ კიდევ XII საუკუნეში წერდა კაცებისა და ქალების თანასწორობაზე უდიდესი ქართველი პოეტი, შოთა რუსთაველი. რამდენად ვიზიარებთ მის იდეებს დღეს? ქვეყანაში გენდერული თანასწორობა კონსტიტუციით არის უზრუნველყოფილი. შესაბამისად, კაცებსა და ქალებს თანაბარი უფლებები აქვთ მიწის ფლობაზე, მემკვიდრეობის მიღებაზე. თუმცა საქართველოში, ისევე, როგორც ბევრ განვითარებად ქვეყანაში, მიწის საკუთრების საკითხებს დიდწილად კულტურული ფასეულობები განსაზღვრავს. ქართული ტრადიციებიდან გამომდინარე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მიწა მემკვიდრეობით ქალს დარჩეს. მიწა ფასეული აქტივია და ტრადიციები...
Rate this blog entry:
Continue reading
2003
0 Comments
Write a Comment
თებ
27

დავუბრუნოთ ქუთაისს ძველი დიდება!

ოდესმე გსმენიათ იმ იდუმალ კანონზე, რომლითაც ქალაქის ზომის გამოცნობაა შესაძლებელი? თუ მეტყვით ქვეყნის ყველაზე დიდი ქალაქის მოსახლეობის რაოდენობას, გეტყვით რა ზომისაა ქვეყნის სიდიდით მეორე და მომდევნო ქალაქები. 1949 წელს ჯორჯ ზიპფმა გამოიგონა მარტივი თეორია, სახელად რანგისა და ზომის წესი, იგივე „ზიპფის კანონი,“ რომლის მიხედვითაც, სიდიდით მეორე და მომდევნო ქალაქები უნდა იყოს ყველაზე დიდი ქალაქის პროპორციული ნაწილი. მაგალითად, თუ ქვეყნის ყველაზე დიდ ქალაქში ერთი მილიონი ადამიანი ცხოვრობს, წესის თანახმად, სიდიდით მეორე ქალაქის მოსახლეობა უნდა იყოს პირველის ნა...
Rate this blog entry:
Continue reading
2528
0 Comments
Write a Comment
ნოე
12

წარსულზე გავლით მომავლისკენ

საბჭოთა კავშირში ფერმერების მუშაობას ცენტრალური მთავრობა აკონტროლებდა. ყველამ იცოდა, რა უნდა ეკეთებინა. მნიშვნელოვანი ეკონომიკური გადაწყვეტილებები ბაზარზე არ იყო მინდობილი, არც კერძო ინტერესის მქონე ადამიანებს შეეძლოთ ამგვარი გადაწყვეტილებების მიღება. ნაცვლად ამისა, გადაწყვეტილებას თუ რა, როდის და როგორ უნდა წარმოებულიყო იღებდა მთავრობა, რომელიც ფლობდა ან აკონტროლებდა ეკონომიკის რესურსების უმეტეს ნაწილს. სახელმწიფო ამარაგებდა ფერმერებს ნედლეულით და, ამასთანავე, უზრუნველყოფდა, რომ მათ საქონლის ბაზარზე წვდომა ჰქონოდათ. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, სახელ...
Rate this blog entry:
Continue reading
2211
0 Comments
Write a Comment

Our Partners