ღრმა ფესვები
აბრეშუმის წარმოებას, იგივე მეაბრეშუმეობას, ღრმა ფესვები აქვს საქართველოში, იგი ჯერ კიდევ ვახტანგ გორგასლის დროს იწყება, რომელმაც არა მხოლოდ დააარსა თბილისი V საუკუნეში, არამედ ინდოეთიდან შემოიტანა აბრეშუმი (და აბრეშუმის ჭია).
მეაბრეშუმეობა ისეთივე ფესვგადგმულია საქართველოში როგორც ღვინო და თაფლი. 1848 წელს ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, დაახლოებით 210 000 ქართული ოჯახი იყო დაკავებული მეაბრეშუმეობით. 1860-იან წლებში აბრეშუმის ინდუსტრია ღრმა კრიზისმა მოიცვა, როდესაც აბრეშუმის ჭიის უძველესი კავკასიური სახეობა თითქმის მთლიანად გაან...