ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.
დეკ
20

სადღესასწაულო საჩუქარი ქვეყანას: იყიდე წვრილმანი, ადგილობრივი, ქართული!

და, აი, კიდევ ერთხელ დადგა ახალი წელი და მთელი საქართველო ემზადება, აწყობენ სამოგზაურო გეგმებს, ამზადებენ კაკალს გოზინაყისთვის, ყიდულობენ საჩუქრებს მეგობრების თუ ოჯახის წევრებისთვის. საჩუქრები ახალი წლისა და შობის დღესასწაულის განუყოფელი ნაწილია, რომელიც ხაზს უსვამს მეგობრობის მნიშვნელობას, საშუალებას გვაძლევს, გავანებივროთ ჩვენთვის საყვარელი ადამიანები და ისე დავიწყოთ ახალი წელი. ამიტომ სულაც არ არის გასაკვირი, რომ საქართველოში ნოემბერ-დეკემბერი არის ყველაზე აქტიური თვეები სამომხმარებლო საქონლის შესაძენად. აღარაფერს ვამბობთ ევროპასა და აშშ-ზე. სტატისტიკ...
Rate this blog entry:
Continue reading
2858
0 Comments
Write a Comment
დეკ
12

რუსულ-თურქული დრამა – საშობაო საჩუქარი ქართული ეკონომიკისთვის?

„ლახვარი ზურგში“ და მისი „მძიმე შედეგები“ 24 ნოემბერს, თურქეთის საჰაერო ძალების გამანადგურებელმა ჩამოაგდო რუსული სუ-24, რომელიც შემთხვევით აღმოჩნდა თურქეთის საჰაერო სივრცეში. ერთი პილოტი მოკვდა, მეორე სამაშველო ოპერაციის დროს დაიღუპა. ვლადიმერ პუტინმა ეს ფაქტი ზურგში ლახვრის ჩაცემად მონათლა, მიუხედავად იმისა, რომ თავად ყური არ ათხოვა თურქეთის გაფრთხილებებს მისი საჰაერო სივრცის დარღვევასთან დაკავშირებით. თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უდარდელად განაცხადა, რომ ამ ფაქტის გამო ბოდიშს თურქეთი კი არა, რუსეთი უნდა იხდიდეს. მომხდარის შემდეგ გამართულ ...
Rate this blog entry:
Continue reading
2831
0 Comments
Write a Comment
ნოე
23

საქართველოს მაოხრებელი ნეპოტიზმი

ქართულ მედიაში ხშირად წააწყდებით ნეპოტიზმის შესახებ ამბებს და ამ ამბების მთავარი მოქმედი გმირების სასაცილო განმარტებებს. როდესაც ირაკლი ღარიბაშვილს ჯერ კიდევ შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს წაუყენეს ნეპოტიზმის ბრალდებები, მან უპასუხა: „თქვენ არ გსმენიათ, რომ მეუღლის ნათესავი არ არის ნათესავი?“ როდესაც ვიცე-პრემიერ კახა კალაძის ცოლის 23 წლის ძმა თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა, ქალაქის მერმა, დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ „მას დიდი ხანია იცნობს და სხვა ალტერნატივას არც განიხილავდა, რადგან იცოდა ...
Rate this blog entry:
Continue reading
3968
0 Comments
Write a Comment
ნოე
16

ნაკლები ბიუროკრატია კარგია, მაგრამ არა საკმარისი!

„რატომ ვეცემით, ბრუს? წამოდგომა რომ ვისწავლოთ,“ – თომას ვეინი შვილს (ბეტმენი). წინა წლებში საქართველოს მთავრობა ამაყობდა, რომ საქართველოს წამყვანი ადგილი ეკავა მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების სიმარტივის  ინდექსში. ინვესტორებმა, პოლიტიკოსებმა თუ ეკონომიკის მიმომხილველებმა ეკონომისტის მსგავს გამოცემებში დაიწყეს სვეტების დამატება , სადაც ნახავდით მთელგვერდიან რეკლამებს, თუ რატომ არის საქართველო „განსხვავებული“ ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს შორის, როდესაც საქმე ბიზნესის კეთებას ეხება. ფრაზა „საქართველო განსხვავებულია, რადგან ბოლო 5 წელია ჩვენ ვართ  მსოფლი...
Rate this blog entry:
Continue reading
2686
1 Comment
Write a Comment

Our Partners