ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.
ივლ
24

ექსკლუზიური ინტერვიუ პროფესორ მათიას მათისთან: საბერძნეთი და ევროზონის კრიზისი

ამ ინტერვიუს ვწერ მათიას მათისთან, რომელიც არის ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის საერთაშორისო კვლევების სკოლის (School of Advanced International Studies – SAIS) პროფესორი. პროფ. მათისი არის ცნობილი წიგნის „ევროს მომავალი“ (“The Future of the Euro”) რედაქტორი და მაქს მ. ფიშერის ჯილდოს ორგზის მფლობელი SAIS-ში წარმატებული სწავლებისთვის. ჩვენ ვისაუბრებთ ევროზონის კრიზისზე, თუ რა შეიძლება ისწავლონ მცირე სახელმწიფოებმა საბერძნეთის მაგალითზე. – პროფესორო მათის, ძალიან დიდი მადლობა, რომ დრო დაგვითმეთ. ჩემთვის, როგორც თქვენი ყოფილი სტუდენტისთვის, ძალიან სასიამოვ...
Rate this blog entry:
Continue reading
2499
0 Comments
Write a Comment
ივლ
06

საქართველო-ნატოს თანამშრომლობის (და არა წევრობის) დადებითი მხარეები

ვარდების რევოლუციის შემდეგ პროდასავლელი ქართველი პოლიტიკოსები ცდილობენ, ქვეყანა ნატოსკენ, უსაფრთხოების ნავსაყუდელისკენ, წაიყვანონ. ჯერჯერობით ნატოს წევრობა მხოლოდ შორეული ოცნებაა, რომელიც ბევრი ქართველის იმედგაცრუებასა და დასავლურ გეოპოლიტიკურ ბლოკთან ნაკლები ინტეგრაციის მომხრეთა პოზიციების განმტკიცებას იწვევს. დაუსრულებელი დებატები იმის შესახებ, უნდა გახდეს თუ არა საქართველო ალიანსის სრულუფლებიანი წევრი, აუფერულებს რეალობას, რომ ალიანსთან არსებული ამჟამინდელი ურთიერთობა იდეალური ვარიანტია საქართველოსთვის. ქვეყანაში შეუზღუდავად შემოედინება ინვესტიციები, ...
Rate this blog entry:
Continue reading
4700
0 Comments
Write a Comment
ივნ
29

რატომ არ არის სომხეთი უკრაინა (ჯერჯერობით)?

  ერევანი საპროტესტო აქციებმა მოიცვა. თუ გავითვალისწინებთ, რომ აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც სომხეთის მთავრობამ ქვეყნის ელექტროენერგიის მიწოდების მონოპოლისტის (სომხეთის ენერგოქსელები – ENA) მოთხოვნა 2015 წლის 1 აგვისტოდან რეგულირებული ტარიფის 16.7%-ით გაზრდის შესახებ დააკმაყოფილა, აქციებს სახელიც შესაფერისი შეურჩიეს – „ელექტრო ერევანი“. ENA ეკუთვნის Inter RAO UES-ს, რუსულ ენერგო-გიგანტს. ამან გააჩინა ეჭვი, რომ სომხეთის მთავრობა ეფექტურად ემსახურება რუსულ ინტერესებს. თუმცა ელექტროენერგიის ფასების ზრდას, რომელსაც მთავრობამ თავდაპირველად წინააღმდეგობა...
Rate this blog entry:
Continue reading
4354
0 Comments
Write a Comment

Our Partners